სოსო ფრუიძე: ჩვენი კოზირი იქნება სისწრაფე

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ "ალტახთან" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

"ფავორიტი არის ჩვენი მეტოქე. ავსტრიის ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მეოთხე ადგილზე გასული გუნდი ხელწამოსაკრავი არ არის. ორგანიზებული გუნდია, ძლიერი დაცვა ჰყავთ, შეტევაში გადადიან თამამად და ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები. გამოვყოფ რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის ნეტცერს, საკიჩს, შტაინერს და სხვებს.

უაზროდ და ემოციურად არ თამაშობს გუნდი, ყოველთვის გეგმაზომიერად ანხორციელებენ შეტევას. ალბათ იგივე თამაშს ითამაშებენ, ჩაკეტავენ სივრცეებს და სწრაფი ფეხბურთელებით და სტანდარტული სიტუაციებით ეცდებიან წარმატების მიღწევას. თუმცა აქვთ მინუსებიც, ჩვენი
კოზირი იქნება სისწრაფე და ფიზიკური კონდინცია, თუ გვეყოფა", - განაცხადა ფრუიძემ.

მისივე თქმით, გუნდში დაბრუნდება გიორგი ივანიშვილი.

"ივანიშვილი დაბრუნდება გუნდში. მისი ფიზიკირი კონდინცია არ არის დამაკმაყოფილებელი თუმცა ვეცდებით მეორე თამაშისთვის მის მომზადებას. თბილისის "დინამო" ელაპარაკებოდა. ცუდია, რომ ევროტურნირების წინ ფეხბურთელებთან ხდება გუნდების ძრომიალი. გუნდს უნდა ელაპარაკებოდე ფეხბურთელის შესახებ როგორც წესია", -  განაცხადა ფრუიძემ.

ამასთან, მისი თქმით, გუნდზე ცუდად აისახა ეროვნული ჩემპიონატის ახალი ფორმატი.

"ადრე უკეთ მომზადებულები ვხვდებოდით ევროტურნირებს. დასვენების და მომზადების მეტი დრო იყო. ჩემპიონატს მორჩა ჩვენი მეტოქე, მეტი დასვენების და მომზადების დრო ჰქონდათ", - აღნიშნა ფრუიძემ.

ხვალ, დინამო არენაზე, 20:00 საათზე, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ჩიხურა" ავსტრიულ "ალტახს" დაუპირისპირდება.

ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად საიტისთვის

- "ალტახის" მწვრთნელი: უგოლო ფრითაც კმაყოფილები ვიქნებით
მკითხველის კომენტარები / 8 /
მწვრთნელების მატჩისწინა განაცხადებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ!
საჩხერელი
29 ივნისი 2017 14:20
0
წარმატებები ,,ჩიხურა"-ს
giorgi
29 ივნისი 2017 11:48
0
ამ კაცის და ამ გუნდის არ მჯერა, მის მერე რაც შარშან სახლში წააგეს მოლდოვის დაჩიასთან, არადა გასვლაზე მოგებული ქონდათ პირველი თამაში.
ბესო
29 ივნისი 2017 10:23
0
ქუთაისის ტორპედო მგზავრობით გადაიღალა და ცუდად დახვდნენ (ზარზეიმით დახვდებოდნენ?)ეს კი ხელის შემშლელ ჩემპიონატის ფორმატზე ლაპარაკობს, რა ქნან წინასწარ იზღვევენ თავს, წაგება გარანტირებული აქვთ, ასე ეს.
nini
29 ივნისი 2017 10:08
0
კი მარა აბა ევრიტურნირებისთვის უეკთ მოვემზადებით გაზაფხული შემოდგომის სისტემითო და ახლა ვწუწუნებთ.
giga
29 ივნისი 2017 10:05
0
საქართველოს არცერტ კლუბს არა აქვს კოზირი 4 დან 1 გუნდი მაინც თუ დაძლევს პირველ ეტაპს კარგი შედეგი იქნება
gio
28 ივნისი 2017 21:47
0
რავი ამ ფორმატის ერთერთი მთავარი იდეა ის იყო რომ ევროტურნირებს უფრო მომზადებულები შეხვედროდნენ ქართული გუნდები... საგიჟეთია რა :D
goga
28 ივნისი 2017 20:58
0
სისწრაფის გარდა ყველაპერს დავიჯერებდი
nodarichi123
28 ივნისი 2017 20:20
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული