სოსო ფრუიძე: აი, რომ იტყვიან, კლასი ბიძია, კლასიო, ეგ არის

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ "ალტახთან" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვინც ფიქრობს, რომ მეტი შეიძლებოდა, ვეთანხმები, მეტი შეგვეძლო. აი, რომ იტყვიან, კლასი ბიძია, კლასიო, ეგ არის...

მე ვთქვი, რომ ფიზიკური კონდიციები თუ გვეყოფოდა, მეტოქეს მივაყენებდით ბოლო დარტყმას, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ.

მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს და იძულებული ვიყავით, გადაცემები გვერდით გაგვეკეთებინა და არა წინ.

რა თქმა უნდა, შანსები მათ უფრო მეტი აქვთ, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, მაქსიმუმს გავაკეთებთ. ამაზე ახლა რთულია საუბარი...

რაც შეეხება
"დინამოსა" და გიორგი ივანიშვილის საკითხს, მე გუშინ ყველაფერი სიმართლე ვთქვი. მე ეს არ მითქვამს მხოლოდ თბილისის "დინამოზე". პირდაპირ დავასახელებ სხვა კლუბებსაც, ესენია: ქუთაისის "ტორპედო", "საბურთალო", ქობულეთის "შუქურა", - თქვა ფრუიძემ.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ადრე ყველა ქალაქში 3-4 ბავშვთა მწრთნელი იყო. ახლა 100ზე მეტია ყველგან. შედეგი საპირისპირო. დარსაძემ და მისმა ხროვამ ც ლიცენზია დაურიგა სრულიად საქარტველოს. შედეგად მივიღეთ ის, რომ ბავშვები გვეკარგება
andro
12:31 30-06-2017
0
მიდით, გააპრავეთ.
sandro
11:56 30-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული