"ალტახის" მწვრთნელი: ეს ჩემთვის მისაღები ანგარიშია

AutoSharing Option
ავსტრიის "ალტახის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუს შმიდტმა საჩხერის "ჩიხურასთან" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"სამი კვირა ვემზადებოდით ამ მატჩისთვის. შევძელით გამარჯვება და ეს ჩემთვის მისაღები ანგარიშია.

მალევე დაწიანურება მოვახერხეთ, თუმცა შემდეგ ცუდად ვითამაშეთ და მეტოქეს გათანბრება შეეძლო.

მატჩის მიწურულს კი ჩვენი თამაში ვიპოვეთ და სასურველი შედეგით დავასრულეთ მატჩი. ვფიქრობ, "ალტახს" მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია.

ხვალიდანვე შევუდგებით ამ მატჩის გაანალიზებას და შევეცდებით "ჩიხურა" ავსტრიაში სხვანაირი თამაში შევთავაზოთ", - განაცხადა შმიდტმა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რათქმაუნდა მიგვაბანძებენ მინიმუმ 3:0-ს ან 4:-ს.
ანესთეზეოლოგი
09:55 30-06-2017
0
არაფერია დაკარგული, თუმცა სიტუაციაა დამძიმებული, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
gizog
10:20 30-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული