საჩხერის "ჩიხურა" "დინამო არენაზე" "ალტახთან" დამარცხდა

AutoSharing Option
29 ივნისს "დინამო არენაზე" საჩხერის "ჩიხურასა" და ავსტრიის "ალტახს" შორის ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა.

შეხვედრა "ჩიხურას" მარცხით ანგარიშIთ 0:1 დასრულდა.

სტუმრებმა პირველივე შეტევა გოლად აქციეს. აღსანიშნავია, რომ "ჩიხურას" დაცვა ჩავარდა, რის შემდეგაც უკვე მე-4 წუთზე ანგარიში ლუის მეიჰოპმა გახსნა.

გოლის შემდეგ მასპინძლებმა გარკვეული პერიოდი ინიციატივა ხელთ იგდეს, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს. "ალტახი" კი კონტრშეტევებზე აქტიურობდა. ხოლო ტაიმის მიწურულს ავსტრიელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.

პირველი ტაიმი "ალტახის" გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი "ჩიხურამ" აქტიურად დაიწყო, თუმცა
რეალური მომენტი მეტოქეს კართან არ ჰქონია. მეორე ტაიმში "ჩიხურამ" ღირებული ვერაფერი შექმნა და საბოლოოდ ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი დაპირისპირება 6 ივლისს ავსტრიაში ჩატარდება.

საჩხერის "ჩიხურა": დინო ჰამზიჩი, გიორგი კორიფაძე, შოთა კაშია, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე, ზაზა ჭელიძე, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი განუგრავა, მიშიკო სარდალიშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი.

ფოტო: "ჩიხურას" ფეისბუქ გვერდი
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვატო-ს. რას ითხოვ ბიძინასაგან 100 მილიონს არ აძლევდა მაგრამ არ იკადრეს სწორად დახარჯვა არ უნდოდათ ამ ვაი ფეხბურთის მამებს და კიდე ბიძინასკენ ნუ იშვერთ ხელს. მოაბრუნა ეს ფული და მისცა რაგბისტებს, ვენაცვალე ამ ვაჟკაც ხალხს, მოიხმარეს და აი შედეგიც. ან კიდევ დაილია ამ ქვეყანაში მილიონერებიი? დდდდდ
kaxa
30 ივნისი 2017 10:13
0
სამივე გუნდმა წააგო,მაგრამ წაგერაც არის და წაგებაც.უბრალოდ სირცხვილი იყო ამათი თამაში.ხოდა რაღას ვთხოვთ ნაკრებს და ვაისას.10 წელი გვინდა მაინც.
juba
30 ივნისი 2017 09:59
0
კალას სამტრედიას და რომანას დინამოსაც იგივე ბედი ეწევაააააა,სამტრედია და ჩიხურა გარიგებულ თამაშებს იგებდნენ და შედეგიც სახეზეა, სამარცხვინოები ხართ
999
30 ივნისი 2017 09:59
0
ხცჩიკა სად არის?
საბურთალოელი
30 ივნისი 2017 06:06
0
ოლიმპიური სისტემაა წააგებ წახვალ დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას რას გავს ეს ნახე როგორ ტირიან? გოლი მჭირდება ხვედელიძე ორი გოლი მოვიგეთ ფეოლა გაგიჭირდებოდათ ფეოლა გვინდა სასწრაფოდ
თეა
30 ივნისი 2017 00:53
0
კვირას 19წ ფაფხურს უყურებტ ამდენი პატრონიანი სად მოკრიფეს გუნდებში თითო გოლი არ აქვთ გატანილი და ნაკრებში გყავთ მაგათმა რა უნდა ქნანნ
gio
30 ივნისი 2017 00:34
0
კალაძევ და ბიძინავ უთავმოყვარეოობის აპოგეები ხართ!
არ აგცდეთ, რასაც ხალხი გწყევლით და გაგინებთ!
რა უნდოდა 10000 იანი სტადიონები თქვენს ქალაქებში აგეშენებინათ, 5 მილიონიან ბიუჯეტიანი კლუბები გაგეკეთებინათ და ხალხიც გაგეხარებინათ დ აქვეყანაც არ შეგერცხვინათ! თუ სწორად იმუშავებდით ფულს კიდევ იქით იშოვიდით, მაგრამ თქვენი არც მენეჯერობა გაიშვა და არც პატრიოტობა! უსინდისოები ხართ!
vato
30 ივნისი 2017 00:29
0
ბიძინას ჩიხურა და კალაძის სამტრედია, რაც ოცნებაა ის ფეხბურთია :)
გიგა
29 ივნისი 2017 23:00
0
ქართველმა ფეხბურთელებმა დანერგეს თამაშის ახალი სტილი, რომელსაც ჰქვია - ფაფხური.
Z.LO
29 ივნისი 2017 22:23
0
ფიზიკაში გვჯობნიან მაგრამ ვფიქრობ შანსები გვაქვს მაინც..
პაატა
29 ივნისი 2017 21:59
0

სიახლეები პოპულარული