ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთში "ტრენჩინთან" 1:5 დამარცხა, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" კი საშინაო მატჩებში ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ, შესაბამისად, ავსტრიულ "ალტახსა" და პოლონურ "იაგელონიასთან".
კობიაშვილის თქმით, ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი არაა, რომელიც წელს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა.
"თავიდანვე განვაცხადე, რომ ფორმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროთასებზე ჩვენი გუნდების უკეთესად გამოსვლა იყო. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია ვისაუბრო ამ
უბრალოდ, წლები სჭირდება იმას, რომ გუნდები სხვანაირად გადაეწყონ, შეეგუონ ამ ფორმატს. ფაქტია, რომ გუნდმა, რომელმაც იცის, რომ 6 თვის შემდეგ ევროთასებზე უნდა ითამაშოს, მეტი საშუალება აქვს, რომ კონკრეტული ტურნირისთვის შემადგენლობა უკეთ ჩამოაყალიბოს, მოემზადოს...
ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი ჩვენს გუნდებს. ძალიან მარტივი სიტუაციაა ყველასთვის, კლუბების ხელმძღვანელობისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც - თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ რაღაც მიზეზებზე ისაუბრო და ფორმატში ეძებო ბრალეულობა, არასერიოზულია.
სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი შედეგს მომდევნო წლებში დაგვანახებს.
გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. დაველოდოთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ანალიზი შემდეგ უნდა გაკეთდეს".
შედეგი არის ნული და ჯობს რო წახვიდე,
შენს საპარლამენტო ან ფედერაციის მეილებს დახედო,რომ გაიგო რას გწერს ხალხი?
დეპუტატად და ფედერაციის უფროსად შენი დანიშვნა არ ნიშნავს რომ ყოვლისმცოდნე ხარ აპრიორი.
მოგწერეთ რამდენიმე ადამიანმა და არ წაიკითხე ან არ შეისმინე, თუმცა გირჩევდით რომ შემოღებული იყოს კლუბებისათვის (სანამ სახელმწიფო დაფინანსებას ღებულობენ)ჯარიმები კონტრაქტების ვადამდე გაწყვეტისათვის,თორემ იგიევ 6 თვიანი კლუბები იქმნება სახელმწიფო ხარჯზე მეთქი,მაგრამ შენ როგორც გჩვევია არასოდეს ისმენ რჩევებს. ახლა კი რა გამოდის? ნახე როგორი კადრების დენადობა და გადანაცვლებაა ბათუმში,დინამო თბილისში 5 გაუშვბეს, სამტრედიაში 4 კაცი გაუშვეს, რატომ არ აგებს პასუხს მწვრთნელი და ხელმძღვანელობა ცუდ სელექციაზე?რატომ ყრიან ქუჩაში ხალხს? ან თუკი აიყვანე მაშინ კეთილი ინებე და მოუნახე გამოყენება. უშვებენ ვადაზე ადრე და კომპენსაციას უხდიან 3 თვისა, მიდის სახელმწიფო ფულების ფლანგვა.
ამიტომაც უნდა იყოს ჯარიმა, თუკი ფეხბურთელი არ ანებებს თავს ფეხბურთს ან მისი ჯანმრთელობა არ იძლევა საშუალებას კლუბში ყოფნისა,ამ შემთხვევების გარდა კონტრაქტების ვადამდე დარღვევის გამო კლუბი უნდა დაჯარიმდეს ყოველ ფეხბურთელზე 50 000 ლარით და ამდენივე თანხით შეუმცირდეს შემდეგ წელს სახელმწიფო დაფინანსება.
იქნებ ახლა აქედან მაინც მოისმინო და დააწესო ასეთი სანქციები?