მეტალურგიულმა ქარხანამ "რუსთავს" "ფოლადის" სტადიონზე ვარჯიში აუკრძალა

AutoSharing Option
მეტალურგიულმა ქარხანამ საფეხბურთო კლუბ "რუსთავის რუსთავს" მის მფლობელობაში არსებული "ფოლადის" სტადიონზე ვარჯიში აუკრძალა.

ოფიციალური წერილი მეტალურგიული ქარხნიდან კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე ჩაიბარა.

როგორც ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, ფეხბურთელები "ფოლადის" სტადიონით სარგებლობას 10 ივლისიდან ვეღარ შეძლებენ.

"საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა. მას შემდეგ შპს "რუსთავის რუსთავი" აგრძელებს სტადიონით სარგებლობას. საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ არაერთხელ შემოგთავაზეთ ახალი პირობებით ხელშეკრულების გაფორმება, რომელსაც არაერთი ზეპირი თუ წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, არ გვიფორმებთ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თქვენს წარმომადგენლებს 10 ივლისიდან სტადიონზე აღარ დავუშვებთ", - ნათქვამია მეტალურგიული
ქარხნის ოფიციალურ წერილში.

შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში ოფიციალურად გავრცელდა განცხადება, რომ მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციამ რუსთავის თვითმმართველობას სტადიონის საიჯარო თანხა 5 500 ლარიდან 22 500 ლარამდე გაუზარდა.

იჯარის მომატებასთან ერთად კი ქალაქის მერიამ მზადყოფნა გამოთქვა სტადიონის შეძენის თაობაზე. ქალაქის მერი დავით ჯიქია აცხადებდა, რომ რუსთავის "ფოლადის" სტადიონის ქალაქის საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაწყებული იყო.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამათ რა ბებიამისმა აჩუქა სტადიონი?
მურთაზი
01 ივლისი 2017 15:29
0
ხეჩიკა სად არის?
elkiaeri
01 ივლისი 2017 09:31
0
ცირკია რა
Irakli apkhaidze
30 ივნისი 2017 23:21
0
ასე უნდამოიქცეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც და დაიბრუნოს სტადიონი,თორემ სირცხვილია,რომ ადგილობრივი მარგვეთი ვარჯიშებსა და თამაშებს წყალტუბოში ატარებს ტამაშებს და ჩვენ,გულშემატკივრებს არ გვეძლევა საშუალება ზესტაფონში ვუყუროთ თამაშებს.
გიო
30 ივნისი 2017 21:16
0
ანუ რა ხდებ პოტენციური სპონსორი იქეთ წველის გუნდს?DDDDD
jj
30 ივნისი 2017 16:33
0
მეტალურგიულ ქარხანას კორპუსების აშენებაზე ხომ არ აქვს პრეტენზია?
..... მეტალურგიული ქარხნის დღევანდელმა მფლობელებმა მამა-პაპისგან მემკვიდრეობით მიიღეს ქარხანა?...ყოფილი ,,კომუნისტების,, შობილი ,,კაპიტალისტები,,-ფაქტში არც ისინი იყვნენ იდეით კომუნისტები,ხოლო ესენი სპეკულირებით გაკაპიტალისტურები-ბარიგები არიან
ზაზა
30 ივნისი 2017 16:01
0
saqartvelo lamazo.sxva saqartvelo sad aris da saertod sxvagan fexburti aset dgehi sadme aris.
admn ar dambloko.
S.P
30 ივნისი 2017 15:21
0
ვახ.ბარო ჯამლეტი
ნუკრი
30 ივნისი 2017 15:05
0
მაგარი მწრთვნელები რო არიან საქართველოში მიტომ ვართ ამ დგეში
givi
30 ივნისი 2017 14:30
0
მარტო მაგათ კი არა ვაფშე ყველა ქართველს ფეხბურთელს უნდა აუკრძალო თამაში...
ჯამლეტი
30 ივნისი 2017 14:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული