ტორპედო VS ტრენჩინი - ქუთაისი სასწაულის იმედად

AutoSharing Option
დღეს, 6 ივლისს, ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში სლოვაკურ "ტრენჩინს" უმასპინძლებს. მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 21:00 სთ-ზე დაიწყება. თამაშზე დასწრება უფასოა, პირდაპირ ტელეტრანსლაციას კი ტელეკომპანია "რიონი" წარმოადგენს.

- ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ სლოვაკეთში გამართული პირველი დაპირისპირება "ტრენჩინის" გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.

თამაშის წინა დღეს გუნდების მწვრთნელებმა ვარჯიში ჩაატარეს და პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

"ტორპედოს" თავკაცის, კახა ჩხეტიანის თქმით, გუნდს ტრავმის გამო ლაშა კუჭუხიძე
დააკლდება, კიდევ ორი ფეხბურთელი - გაბრიელ საღრიშვილი და შალვა ბურჯანაძე კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში არიან მიწვეულნი.

- კახა ჩხეტიანი: ფეხბურთში სასწაულები ხდება და იმედია, ჩვენც მოვახდენთ...
- "ტრენჩინის" მწვრთნელი: ჯერ გარკვეული არაფერია - ქუთაისში რთული მატჩი გველის!

"ტრენჩინთან" ერთად ქუთაისს ესტუმრა სლოვაკური გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი ბერიძეც, რომელმაც პირველ მატჩში "ტორპედოს" გოლიც გაუტანა.

- გიორგი ბერიძე: ვიცოდით, რომ "ტორპედოს" 70-ე წუთის შემდეგ თამაში უჭირს

ქუთაისის "ტორპედო"
მეკარეები: როინ კვასხვაძე; მაქსიმე ქვილითაია; კახაბერ მეშველიანი.
მცველები: ვაჟა ტაბატაძე, დავით ხურცილავა, გურამ ადამაძე, ანრი ჭიჭინაძე, გიორგი გურული, გიორგი ქიმაძე.
ნახევარმცველები: ოლეგ მამასახლისი, მერაბ გიგაური, შოთა ბაბუნაშვილი, მათე კვირკვია, დავით ხურციძე, გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში, ნიკო კვასხვაძე, გიორგი კუხიანიძე.
თავდამსხმელი: თორნიკე კაპანაძე.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რიონზე მარტო ცეკვა-თამაშია, სად არის ფეხბურთიი?
ნიკა
06 ივლისი 2017 21:23
0
გამარჯვება ნამდვილად შეიძლება და არც სლოვაკები შეგაკლავენ თავებს, აი 5 მშრალი ბურთის გატანისა კი რა გითხრათ?!.. რავი, გოგია წულაიას თუ ჩააცმევთ ფორმას და შეუშვებთ მინდორზე, თორე სხაფრივ გაგიჭირდებათ...
საყურებლად ყველაზე კარგი თამაში ეს უნდა იყოს, წარმატებები...
მსქროლავი ტროლი
06 ივლისი 2017 15:34
0
რიონს მარტო ქუთაისსი უყურებს..
rezo
06 ივლისი 2017 15:13
0
გამარჯვება აუცილებელია ხოლო შემდეგ ეტაპზე გამყვანი გამარჯვება ძალიან სასურველი.
წარმატებებს ვუსურვებ ტორპედოს,ისვე როგორ ყოველი სამტრედიელი ვუსურვებთ გამარჯვებას ყველა ქართულ კლუბს ევროსარბიელზე.
Jango
06 ივლისი 2017 14:21
0
არავითარი სასწაული არ არის საჭირო გამარჯვების გარანტიაა კარგი და სწორი თამაში მხურვალე ქუტაისისთვის დამახასიათებელი გულშემატკივრობა 90 წუთის განმავლობაში. ქუთაისი უნდა გავიდეს შემდეგ ეტაპზე, თუ ჩვენ გუნდზე არაფრით მეტმა გუნდმა შეძლო 5 გოლის გატანა ჩვენთვის ეს საწაული რატომ იქნება? წინ ქუთაისელებო საინტერესო მე-2 ეტაპი გელოდებათ.
gizog
06 ივლისი 2017 13:10
0
საღრიშვილი და ბურჯანაძე შვედებთან თამაშში დიდებულად ირჯებოდნენ,,,ამ ბიჭების არყოფნა დიდი დანაკლისია,მაგრამ ეხლა ნაკრებს ისინი უფრო ჭირდება...ტორპედოს კი გამარჯვებას ვუსურვებ!!!
nikola
06 ივლისი 2017 12:28
0
სასწაულის გვჯერა! წინ, ტორპედო!
ქუთაისელი
06 ივლისი 2017 11:16
0
რომელი არხი აჩვენებს
რეზი
06 ივლისი 2017 11:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული