ბათუმის "დინამო". პრესკონფერენცია: იმედია, ბედნიერები წავალთ სახლში

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა "იაგელონიასთან" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ქუთაისში პოლონური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

- დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]

"გუნდში კარგი განწყობაა. შევეცდებით, ხვალ კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ და კარგი შედეგი დავაფიქსიროთ, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალებას მოგვცემს", - აღნიშნა ფროლოვმა.

ამასთან, ბათუმელთა თავკაცმა ჟურნალისტის მიერ მგზავრობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ გუნდმა 4 საათი თვითმფრინავით იფრინა, ხოლო 4 საათი ავტობუსით იმგზავრა,
მძღოლი კი შემოვლითი გზებით დადიოდა და სულ საცობში იყო.

ფროლოვთან ერთად პრესკონფერენციას დაესწრო ელგუჯა გრიგალაშვილი, რომელმაც ასევე მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა:

"ჩამოვედით იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. მე მჯერა ჩვენი გუნდის და თუ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, შევძლებთ მომდევნო ეტაპზე გასვლას. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება და ბედნიერები წავალთ სახლში".
მკითხველის კომენტარები / 9 /
მხოლოდ გამარჯვება გაახარებს უკვე ყველაფერში დამარცხებულ და გაუბედურებულ ქართველებს. საიტის მფლობელებს კი ვუსაყვედურებდით იმის გამო რომ. არაქართულ ასოებს ბეჭდავენ და ამით არ აფასებენ სამშობლო ენას.
ქართლო
06 ივლისი 2017 15:40
0
და ვითომ უთამაშებლადაც რომ წახვიდეთ სახლებში - შენ შენსაში და ბათუმელები საკუთარში, რა შეგიშლით ხელს სრულ ბედნიერებაში?!...
მსქროლავი ტროლი
06 ივლისი 2017 15:27
0
pirvel righi mteli gulit vusurveb batumelebs hemdeg etapze gasvlas.gfaravdet ufali gamardhvebisken. magram torpedos arikos raubedurebaa rva saati da tekvsmeti saatiani mgzavroba. namdvilad gagithalithes.magati.........
gia cutaisi
06 ივლისი 2017 13:46
0
pirvel righi mteli gulit vusurveb batumelebs hemdeg etapze gasvlas.gfaravdet ufali gamardhvebisken. magram torpedos arikos raubedurebaa rva saati da tekvsmeti saatiani mgzavroba. namdvilad gagithalithes.magati.........
gia cutaisi
06 ივლისი 2017 13:43
0
ლა-ლა-ლა! ეს არის და ეს.
3.141592
06 ივლისი 2017 13:02
0
tqven magelanebi xoarxart torpedosi ariyos?!rasmgzavrobt amdens?ordgeshi pexitvar gadasuli chexetshi da 16 saati torpedo mmgzavrobda,tqven rvasaati da rame axal gzas miagenit???
euhhheuhhe
06 ივლისი 2017 12:39
0
რომელიმე არხზე თუ იქნება თამაშის ჩვენება?
giorgi-5
06 ივლისი 2017 11:59
0
გისმინოთ უფალმა ბატონო კონსტანტინე და გამარჯვებულები დაგაბრუნოთ სამშობლოში. წარმატებები ბათუმის დინამოს!
gizog
06 ივლისი 2017 11:59
0
bichoo ese imedia ze rato chadixart tu icit ro gancirulebi xart ver gavige samive gundi gmertis imedat rogor xart)))))))))))))))
!!
06 ივლისი 2017 11:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული