"ტორპედო" "ტრენჩინთან" ქუთაისშიც განადგურდა

AutoSharing Option
დღეს, 6 ივლისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედომ" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გამართა "ტრენჩინთან" და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ქუთაისელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ოთხი გოლის გატანა სჭირდებოდათ, თანაც ისე, რომ თავის კარში არ უნდა მიეღოთ, შესაბამისად, მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თავიდანვე შემტევი შემადგენლობა დააყენა. "ტორპედომ" მატჩი ძალზედ აქტიურად დაიწყო და რამდენიმე მწვავე შეტევაც განახორციელა, თუმცა მათ შედეგი არ მოუტანია.

მე-10 წუთზე ულამაზესი მოჭრილი დარტყმით სტუმართა კარის აღებას გრიგოლ დოლიძე ცდილობდა, მაგრამ მეკარემ, ადრიან ჩოვანმა აქტივში ბრწყინვალე სეივი ჩაიწერა.
ჩოვანმა რამდენიმე წუთში კიდევ ერთი რთული ბურთი მოიგერია - ამჯერად გიორგი ქიმაძეს აუღო. ამას ტორპედოელთა რამდენიმე შორეული დარტყმა მოყვა, თუმცა... კვლავ უშედეგო.

ამდენ შეტევაში კი ქუთაისელებს "ტრენჩინის" კონტრშეტევა გამოეპარათ - 25-ე წუთზე აშრაფ ელ მაჰდიმ გაიტანა. პირველ ტაიმში მეტი საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

მეორე ტაიმი კი უცნაურად დაიწყო - "ტორპედოს" მეკარემ და მცველებმა საჯარიმოში უხეში შეცდომა დაუშვეს, "ტრენჩინის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი ბერიძემ კი ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. აღსანიშნავია, რომ პატივისცემის ნიშნად, ქართველმა შემტევმა ქუთაისელთა კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა.

რამდენიმე წუთში ჰილარი გონგმაც დაარტყა და სტუმართა უპირატესობა სამამდე გაზარდა. საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში 8:1 "ტრენჩინის" სასარგებლოდ.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ტრენჩინთან არ უნდა ვაგებდეთ
შოკირებული გულშემატკივარი
08 ივლისი 2017 11:16
0
თამაშზე რა უნდა ვთქვა,მაგრამ ხომ უყურებდით,როგორ დარბოდნენ ისინი და როგორ ჩვენ.თვითონ სირბილი გვაქვს განსხვავებული.ისინი მსუბუქად დარბიან,ჩვენები კი მთელ ძალას აქსოვენ.გუნდებს სჭირდებათ მძლეოსნობის მწვრთნელები.გუჯა კახაძე იხვეწება გამომიყენეთო,სცადეთ რა თქვენც და გამოიყენეთ,რას ჰკარგავთ,უკან მაინც ვეღარ დავიხევთ,ისედაც უფსკრულში ვართ.თუ არადა იქნებით ყოველთვის ასე დედა შეგინებულები.ამას მხოლოდ ტორპედოზე არ ვამბობ,ყველას ეხება.თუ ის უცხოელები სწავლობენ კარგად სირბილს,იგივე მეთოდიკით ჩვენც შევძლებთ.
სოსო
07 ივლისი 2017 15:06
0
etkoba, rom uvargisi mepatrone movida, mtiri fulit, vis chaugdet torpedo xelshi???
wolf
07 ივლისი 2017 14:14
0
qimadze, kapanadze, kvasxvadzis garda kvela gasashvebia, raz ufro adre gaaketebt amas mit uketesi da kidev kvalifiziuri mtvrnelia sachiro, uzxoeli ra tkma unda!
qomagi
07 ივლისი 2017 14:12
0
როგორ სწრაფად გადადიოდნენ შეტევაში სლოვაკები,ქართველმა ფეხბურთელებმა ბევრი უნდა იმუშაონ ფიზმომზადებაზე.
malxazi
07 ივლისი 2017 09:19
0
ჩავწეროთ კონსტიტუციაში გაუქმდეს ფეხბურთის ფედერაცია და შეიქმნას "მესვარკეთა" ფედერაცია.
mamuka
07 ივლისი 2017 08:42
0
ესეც ნაცების ბრალია.........
dddddd
07 ივლისი 2017 08:39
0
Axla xom dasvenebuli ikavit,raga dagemartat..18saati unda gevarjishad..casulia kartuli fexbburtis sakmeee..
Jiimi
07 ივლისი 2017 00:55
0
ფეხბურტის ფედერაცია დასაშლელია სასწრაფოდ!ხელფასის გულისთვის მუშაობენ.
d
07 ივლისი 2017 00:25
0
bandzi gundi, da shedegi igive.... Rogor unda caago egre....
el
07 ივლისი 2017 00:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული