ბათუმის "დინამო" განადგურდა და ევროთასებს გამოეთიშა

AutoSharing Option
6 ივლისს პოლონეთში "იაგელონიასა" ბათუმის "დინამოს" შორის ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელიც ქართველების მარცხით ანგარიშით 0:4 დასრულდა.

გუნდებს შორის პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა.

შეხვედრის 59-ე წუთზე "იაგელონიამ" ანგარიშის გახსნა მოახერხა. გატანილი გოლის ავტორი გუტიერი ტომელინი გახდა.

75-ე წუთზე ბათუმელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. მსაჯმა თორნიკე თარხნიშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

81-ე წუთზე კი პოლონელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. ამჯერად ჩვენი კარის დალაშქვრა ფიოდორ სერნიჩმა შეძლო. 88-ე წუთზე "დინამოს" კარში მესამე გოლი გილერმე სიტიამ
შეაგდო, ხოლო დამატებულ წუთზე ლუკას სეკულსკიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ბათუმის "დინამომ" შინ ანგარიშით 0:1 წააგო და ორი მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა.

ბათუმის "დინამომ" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:

ანატოლი ტიმოფეევი, ბოის მახარაძე, გიორგი ქავთარაძე, თეიმურაზ შონია, ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, ელგუჯა გრიგალაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, არჩილ ტვილდიანი, ნიკა მგელაძე, იაროსლავ კვასოვი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მწვრთელს როგორ გაუშვებენ ის უბრალოდ ზის ძველი მაფიოზი აკონტროლებს დინამოს ეს კი გახლავთ მახარაძე მაგის გაძრომა ხომ არ მოხდება არასდროს ავადმყოფია და თან ვინ გაუბედავს თვითონაც ესეთები არიან
nanuli
07 ივლისი 2017 13:25
0
23 კი არა 20 წლის ზემოთ არ უნდა ათამაშო, პირადად მე ბავშვობაში დავდიოდი ფეხბურთზე და ჩემ გუნდში თამაშობდა ბიჭი რომელიც თბილისელებმა შეამჩნიეს და წაიყვანეს ძალიან მაგარი მცველი იყო, ბათუმში ყველაზე სწრაფი და დინამოს მწვრთნელებს არც კი აინტერესებდათ, თუ თამაში გინდა დინამოში 10000 უნდა გადაიხადოო. მერე თბილისში ევროპულმა გუნდმაც შეამჩნია და წაყვანა მოისურვა ამათ კიდე 16 წლის ბავშვში 300000 დოლარი მოითხოვეს, ახლა ის ბიჭი 25 წლისაა და სახლში ზის. ასე კარგავენ ტალანტებს და მოყავთ ვიგაც უსაქმური არაფრისმაქნისი პენსიონერი ფეხბურთელები. გეზარებათ თამაში? წადით ბიძია და ყანაში იმუშავეთ, ესაც გეზარებათ? ერთი ადგილი იფხანეთ ან ერთმანეთს მოფხანეთ თუ ერთად გინდათ რომ იყოთ. სირცხვილია ეს ყველაფერი.
სიმართლე
07 ივლისი 2017 12:11
0
გუნდი უნდა იყოს კერძო და მორჩა ფეხბუღთისთვის მიცემული თანხა იფლანგება რადგან კლუბებში არაკომპეტენტური ხალხი ყავთ უფროსობაში დასაქმებული ადრე რო იყვნენ ქარხნის დირექტორები იმათი კლონები არიან.კერძოებზე არაა საუბარი აი ვინც ბიუჯეტის კარმუშკაზე ზიან სულ ფეხებზე კიდიათ შედეგი მაყუთი კი მოდის და რას ჩივან თხოვნით არავინ არაფელს თხოვს და გულაობენ.ეგ ორმოცდაათი მილონი გადაყრილი ფულია არც სპორტსკოლებს აფინანსებენ რო თავის გაზრდილები ყავდეთ და მიდი მოვდივარაა რა.
quTaiseli
07 ივლისი 2017 11:29
0
დ.შ
გეთანხმები სრულებით. თუ არ გამოაქვეყნებენ ვინ ახლდა გუნდს და რატომ, მაშინ ამ საიტის ბრალიც იქნება. გელოდებით მოუთმენლად!
zurab
07 ივლისი 2017 11:07
0
როგორი ჩემპიონატიც გვაქვს ისეთი შედეგიც მივიღეთ, რა გიკვირთ იქნებ ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც აპირებდით ამ პენსიონერებით ? თავის მოტყუება და ვიღაცეების გამდიდრებაა ხალხის ხარჯზე ჩვენი ეროვნული პირველობა მეტი არაფერი,
zmo
07 ივლისი 2017 11:01
0
ვინც ეს ფროლოვი მოათრია ჯერ ის უნდა გააგდოდ გუნდიდან და მერე ეგ ფროლოვი მიაყოლონ ზემოდან, აღარ გრცხვენიათ მართლა? ამოვიდა უკვე ყელში თქვენი საქციელი!!!
Dragonfly
07 ივლისი 2017 10:57
0
ყველა ქართული გუნდი არის უსუსური და არაფრისმაქნისი
აქ ეთმანეთს მოუგებენ და გახარებული არიან,თითქოს ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვეს.მე თუ მკითხავ 23 წლის ზემოთ ფეხბურთელს არ ვათამაშებდი მინიმუმ 5 წლით გუნდებში.მინდორზე დახოხავენ ზოგიერთი პენსიონერი ფეხბურთელები.ამიტომ ყველა გუნდი უნდა იყოს ახალგაზრდებით დაკომპლექტებული და ხელფასიც უნდა იყოს სხვანაირად.პირდაპირ პრემია უნდა მიეცეს ფეხბურთელს და არა ხელფასი.მოიგებ?აიღებ პრემიას.წააგებ, ვერ აიღებ.ასე ჯობია.წააგებენ მოიგებენ მაინც ხელფასს რო იღებენ ასე არ გამოვა.აგეტ მინდორზე ყრია ფული.მოიგებ წაიღებ ფულს სახლში და თუ არადა დარჩები უხელფასოდ.
გოგა
07 ივლისი 2017 10:29
0
Dashalet gundi da bavshvebi avarjisjet amcels tanxebs ro ylapavt,qartulma gundebma golebi ro gaushves magdeni mtlianad ar gasula evropaze.
Bajo
07 ივლისი 2017 09:37
0
ფეხბურთი ძნელი სათამაშო კი არა, საყურებლათაც ძნელია. ბათუმის დინამო ხელში ჩაიგდო ერთმა ფეხბურთის უცოდინარმა და უწიგნურმა საძმაკაცომ, რომლებმაც მარტო ფულის ღლეტვა იციან. გამოაქვეყნეთ რა დაუჟდა ეს მივლინება გუნდს. რამდენი "კაცი" ახდა კლუბის ხარჯზე, დაამთავრეთ ნაც ხროვის ნახლებნიკების პარპაში, გაწმინდეთ გუნდი.
დ.შ
07 ივლისი 2017 09:20
0
ქართული ფეხბურთიმკვდარია, მკვდარი!ის მოკლა ყველამ ერთად ვინც ფეხბურტში ,,მოღვაწეობდა''განვლილი 27 წლის განმავლობაში დაზოგი დღესაც აგრძელებს. ქარტველი ნიჭიერი ფეხბურზტელები სხვაგან მიდიან აქ დაძცენილებს რავინ აზლევს შანსს პირიქით ააკომპეტენტური მწვრზტნელები იმასაც ვერ ხვდებია ვინ სად გამოიყენონრა ფუნქცია დააკისრონ. მენეჯმენტი ხომ წყალწარებულია და არც ჟურნალისტები აკლებენ უსაფუვლო დივიდენდების გაცემით განებივრებას (ქება დიდებას, ერთი, შემთხვევითი წარმატებისა გამო ამ არაკომპეტენტურთა ქება დიდებას.მოკვდა ფეხბურტი და სასწაული უნდა მოხდეს რომ სამტრედიამ გადალახოს ეტპი. გუნდმა ფეხბურტელიც კი ვერ მოიია დასამატებლად და გასაძლიერებლად აღარაფერ ვამბობ რომ, შიდა რესურსებსც საეჭვოდ ვერ იყენებენ საქარზტველოდან კი მიედინებავინცკი ნიჭიერი ფეხბურტელია,მოსწრებუად იხუმრა ვიღაცამ ,,ბოლო ვინც წავა შუქი ჩააქროსო''აბა რაღა საჭიროა აქ შუქი?
სანდრო
07 ივლისი 2017 09:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული