გუნდებს შორის პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა.
შეხვედრის 59-ე წუთზე "იაგელონიამ" ანგარიშის გახსნა მოახერხა. გატანილი გოლის ავტორი გუტიერი ტომელინი გახდა.
75-ე წუთზე ბათუმელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. მსაჯმა თორნიკე თარხნიშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
81-ე წუთზე კი პოლონელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. ამჯერად ჩვენი კარის დალაშქვრა ფიოდორ სერნიჩმა შეძლო. 88-ე წუთზე "დინამოს" კარში მესამე გოლი გილერმე სიტიამ
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ბათუმის "დინამომ" შინ ანგარიშით 0:1 წააგო და ორი მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა.
ბათუმის "დინამომ" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:
ანატოლი ტიმოფეევი, ბოის მახარაძე, გიორგი ქავთარაძე, თეიმურაზ შონია, ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, ელგუჯა გრიგალაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, არჩილ ტვილდიანი, ნიკა მგელაძე, იაროსლავ კვასოვი.
გეთანხმები სრულებით. თუ არ გამოაქვეყნებენ ვინ ახლდა გუნდს და რატომ, მაშინ ამ საიტის ბრალიც იქნება. გელოდებით მოუთმენლად!
აქ ეთმანეთს მოუგებენ და გახარებული არიან,თითქოს ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვეს.მე თუ მკითხავ 23 წლის ზემოთ ფეხბურთელს არ ვათამაშებდი მინიმუმ 5 წლით გუნდებში.მინდორზე დახოხავენ ზოგიერთი პენსიონერი ფეხბურთელები.ამიტომ ყველა გუნდი უნდა იყოს ახალგაზრდებით დაკომპლექტებული და ხელფასიც უნდა იყოს სხვანაირად.პირდაპირ პრემია უნდა მიეცეს ფეხბურთელს და არა ხელფასი.მოიგებ?აიღებ პრემიას.წააგებ, ვერ აიღებ.ასე ჯობია.წააგებენ მოიგებენ მაინც ხელფასს რო იღებენ ასე არ გამოვა.აგეტ მინდორზე ყრია ფული.მოიგებ წაიღებ ფულს სახლში და თუ არადა დარჩები უხელფასოდ.