"კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ ამას "ტორპედოს" ფანები მეტყვიან!"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტრენჩინთან" მარცხის (0:3) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- ტორპედო-ტრენჩინი 0:3 - 1:8 მარტივი ფეხბურთით [VIDEO]

"პირველი მატჩის მსგავსად, დღესაც მარცხს მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ. გვქონდა მატჩის დასაწყისში რამდენიმე მომენტი, რომელთა გამოყენებაც მთლიანად შეცვლიდა მატჩის მიმდინარეობას, მაგრამ ნაცვლად გატანისა, აქეთ მივიღეთ გოლი ჩვენ კარში და ფსიქოლოგიურად გავტყდით.

ეს მწარე გამოცდილებაა, რომლისგანაც სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მაღალ დონეზე თამაშისას უკეთ ხედავ შეცდომებს და ხვდები, სად, რა რგოლში გაქვს სამუშაო.

ჩემპიონატში მეორე ადგილზე ვართ და ახლა იქ
გავაგრძელებთ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ეს "ტორპედოა" და ის ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს. რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერებას ვსაჭიროებთ. შევხვდები კლუბის პრეზიდენტს და ერთად განვიხილავთ ამ საკითხს.

მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას არ ვაპირებ. კლუბთან კონტრაქტი მაქვს და პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ "ტორპედოს" ფანები მეტყვიან, წადიო.

დაბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ვეცდებით, ჩემპიონატში აღარ დავუშვათ ის, რაც დღეს მოხდა", - თქვა ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 65 /
ჩXეტო მემგონი უნდა Gეკოს ვაჯკაცობა და Aრ უნდა გჯირდებოდეს Aმდენი ლანზგვა ტავ Mოკვარე პიროვნება ხარ.როცა Gაიზახი Mე ვიგებ პასუხის Mგებლობასო სხვაკომენტარი უნდა გაგეკეტებინა (Gადადგომასტან დაკავსჰირები)ტორბედოს საკმე ფანებზე თUა დამოკიდებული ვინ Uნდა იკოს მცტნელი Dა ვინ უნდა Mოვიდეს მალადეც რა
Kutaisi
08 ივლისი 2017 01:49
0
სოსო პრაქტიკულად 100%-ით გეთანხმები. ერთადერთი პატრონთან დაკავშირებულ ოპტიმიზმს ბოლომდე ვერ გავიზიარებ - არა მგონია მესაკუთრემ ფული თავზე დააყაროს კლუბს. თუმცა რასაც სახელმწიფო იძლევა, ის რომ დაიხარჯოს ყაირათიანად და სხვა შემოსავლები, რომლებიც ყველა ნორმალურ ევროპულ კლუბს აქვს, მინიმალურად მაინც ამოქოქოს, ამითაც კმაყოფილი ვიქნები.
Kote
07 ივლისი 2017 17:43
0
კარგი ფეხბურთელი იყო და კაი კაციც არის ეტყობა!მწვრთნელი საკართველოს დონის არის ჯერ გამოუცდელია უნდა დაველოდოთ!ნუ ავჯკარდებით!მე ასატიანთან ერტად ვთამაშობდი და კახა მაშინ ტორპედოში იყო,მეგრელაძე,ჯანაშია,იონანიძე....და ა.შ.დააცადეთ ხალხს მუშაობა!
misha matora!i kneba micnos vinmem
07 ივლისი 2017 17:32
0
მხოლოდ ტორპედო რომ იყოს ამ დღეში,ჩხეტიანს დაჰბრალდებოდა,მაგრამ ჩვენი ყველა გუნდი თავის ნაკრებებიანად იგივე მდგომარეობაშია,ფიზიკური მომზადებაა ძალიან დაბალ დონეზე ყველგან.ამას ბევრი მიზეზი აქვს და ერთ ერთი გუნდების სამედიცინო უზრუნველყოფაა,მეორე კი კვალიფიციური ფიზმომზადების მწვრთნელი,ორივე თითქმის ნულოვან დონეზეა გუნდებში და თუ ამას არ ეშველა,მხოლოდ მთავარი მწვრთნელი ვერაფერს იზავს.რა თქმა უნდა სჯობია, თუ გუნდს უკეთესი მწვრთნელი ეყოლება(ეს ყველგან ასეა),მაგრამ კლუბს სპეციალისტების ჯგუფი ემსახურება,მათზე და გამართულ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული მთავარი მწვრთნელის შედეგები.ფეხბურთს დიდი ფული სჭირდება და სწორედ ამისათვისაა საჭირო ინვესტორი.ჩხეტიანის ნამუსის ასე ადვილად ხსენებას კი მეგობრებო სჯობია შეეშვათ,ამდენი ხანია გუნდშია და ვერავინ დამარწმუნებს,რომ ვინმეს მასზე მეტად შესტკიოდეს გული ტორპედოზე.გაიხსენეთ როგორ თამაშობდა ტორპედო სეზონის დასაწყისში და სეზონის ბოლოს,არ იყო მე მგონი ცუდი პროგრესი,აი გუნდს პატრონი რომ დროზე გამოსჩენოდა,მაშინ იქნებ უფრო მაღალ დონეზე ასვლაც მოესწრო.
სოსო
07 ივლისი 2017 17:01
0
კი მაგრამ 1 მილიონი უნდა დაიხარჯოს კლუბშიო ? სად არის ის დაპირრება
ტოროედოს წინ
07 ივლისი 2017 16:37
0
,,საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს"(რუსთაველი)
სჯობს წასვლა
07 ივლისი 2017 16:14
0
დავითო რუსთავიდან, ნაც-სექტადან ხარ გეტყობა ბოშო.თვარა ისე ხართ ფეხბურთი და შენ,როგორც აქლემი და პადუსკები.
დათო
07 ივლისი 2017 16:12
0
იმ ხალხს მივმართავ, ვინც ტორპედოს გულშემატკივარი არაა - უკაცრავად, მაგრამ თქვენ არავინ გეკითხებათ, ტორპედოს მწვრთნელი ვინ იყოს და ვინ არა. ეს არაა საქართველოს ნაკრები და არც იმას აქვს მნიშვნელობა, კლუბი ევროთასებზე რომ თამაშობდა. ყველამ თავის კლუბს მიხედოს, აჯობებს.

ტორპედოს გულშემატკივარს - გაიხსენეთ, რა ფეხბურთს თამაშობდა გუნდი კახას მოსვლამდე და რომელ ადგილზე იყო იმავე შემადგენლობით. ახალი მოთამაშეები პრაქტიკულად გუნდს არ დამატებია და ჩემპიონობისტვის ვიბრძვით. სლოვაკებთან თამაშებში ბურთის ფლობა თანაბარი იყო, თამაშის სურათიც მეტ ნაკლებად. კლასით დაგვჩაგრეს, თან ძალიან. რას იზამ, ესაა რეალობა - კლასი ერთ და ორ წელიწადში, მითუმეტეს მხოლოდ მწვრთნელის გამოცვლით, არ მოდის.

ჩხეტოს წასვლა დღეს გუნდს მხოლოდ დაასუსტებს.
კოტე
07 ივლისი 2017 15:38
0
კახა სწორია. ყველაფერს ვერ იტყვი.არის საიდუმლოები, რომელიც ადამიანს ჩაყობა საფლავში.
გივი ქუთაისელი
07 ივლისი 2017 15:23
0
ძლივს არ ვნახე რეალური კომენტარი საღოლ acm ამათ კიდე სიმართლე მტრობა გონიათ ფეხბურთელობა ძნელია მწვრთნელობა კიდე უფრო რთული
კახა
07 ივლისი 2017 15:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული