- ტორპედო-ტრენჩინი 0:3 - 1:8 მარტივი ფეხბურთით [VIDEO]
"პირველი მატჩის მსგავსად, დღესაც მარცხს მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ. გვქონდა მატჩის დასაწყისში რამდენიმე მომენტი, რომელთა გამოყენებაც მთლიანად შეცვლიდა მატჩის მიმდინარეობას, მაგრამ ნაცვლად გატანისა, აქეთ მივიღეთ გოლი ჩვენ კარში და ფსიქოლოგიურად გავტყდით.
ეს მწარე გამოცდილებაა, რომლისგანაც სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მაღალ დონეზე თამაშისას უკეთ ხედავ შეცდომებს და ხვდები, სად, რა რგოლში გაქვს სამუშაო.
ჩემპიონატში მეორე ადგილზე ვართ და ახლა იქ
მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას არ ვაპირებ. კლუბთან კონტრაქტი მაქვს და პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ "ტორპედოს" ფანები მეტყვიან, წადიო.
დაბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ვეცდებით, ჩემპიონატში აღარ დავუშვათ ის, რაც დღეს მოხდა", - თქვა ჩხეტიანმა.