10:43 07-07-2017
იაგელონია-დინამო(ბთ) 4:0 - ვერ გავრისკეთ, არ დაგვინდეს [VIDEO]
AutoSharing Option
- დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
აჭარული გუნდის დამრიგებელმა 5 ნომინალური მცველით დაიწყო შეხვედრა. უკრაინელი სპეციალისტის ჩანაფიქრი გასაგები იყო: "დინამოს" მაქსიმალურად მწყობრად უნდა ეთამაშა დაცვაში და დალოდებოდა საკუთარ შანსს. კვლავ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო შეხვედრა ბათუმელთა ახალწვეულმა ოთარ მარცვალაძემ. როგორც ჩანს, ის ჯერაც ვერ არის ფორმაში...
"იაგელონიამ" თავიდანვე შემოგვიტია. ლიტველ ნოვიკოვასს მშვენიერი შანსი შეექმნა, თუმცა ბათუმელთა უკრაინელმა მეკარე ანატოლი ტიმოფეევმა კარგად ითამაშა. საპასუხო შეტევაში ელგუჯა გრიგალაშვილმა ჯეროვნად ვერ გაამწვავა სიტუაცია...
მე-15 წუთზე ბათუმელებმა დიდებული შანსი ვერ გამოიყენეს. იმავე გრიგალაშვილის გამჭოლ გადაცემას იაროსლავ კვასოვი დროულად ვერ გამოეხმაურა, თორემ ცარიელ კარში გოლი გარდაუვალი იყო.
22-ე წუთზე აქტიური ნოვიკოვასის დარტყმულს ტიმოფეევი ისევ ადგილზე დახვდა. 30-ე წუთზე კი აშკარად გადავრჩით - შეტევაში ჩართულმა ხორვატმა მცველმა რუნიემ მძლავრი თავური დაარტყა, მაგრამ ჩვენმა მეკარემ კვლავ შესანიშნავად ითამაშა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ბათუმელებმა გაიტანეს - ფლანგური ჩაწოდების შემდეგ კვასოვმა თავით შეაგდო, მაგრამ უკრაინელი ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
მალევე ლიტველმა ჩერნიხმა დაგვინდო, რომელმაც ახლოდან ააცილა. პოლონელთა კიდევ ერთი მომენტი და ნოვიკოვასის ჩაწოდების შემდეგ გოლიათმა შერიდანმა კარგი შანსი გაფლანგა.
მეორე ტაიმი "იაგელონიას" იერიშებით დაიწყო. ტიმოფეევმა ნოვიკოვასს კვლავ არ გაატანინა - ადგილზე დახვდა ლიტველის შორეულ და ძლიერ დარტყმულს.
58-ე წუთზე პოლონელებმა გაგვიტანეს. შეუჩერებელმა ნოვიკოვასმა კუთხური მოაწოდა, შეტევაში ჩართულმა გუტიმ კი თავურით გახსნა ანგარიში. მალევე კარგი შანსები შეექმნათ კვასოვსა და ნიკა მგელაძეს, მაგრამ... გატანა ვერ მოვახერხეთ.
მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კაცნაკლულნი დავრჩით. თორნიკე თარხნიშვილს შეცვლაზე შესული მისტკოვსკი წამოეპარა და ბურთი აართვა, ჩვენებურმა კი იუხეშა და სამართლიანად მიიღო მეორე ყვითელი ბარათი...
მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ჩერნიხმა ქართველთა დაცვას "ჩაუდრიბლინგა" და თავზე გადაუგდო ბურთი ტიმოფეევს - 2:0. მივიღეთ მესამე გოლიც, როცა რუნიემ ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.
პოლონელებმა აღარ დაგვინდეს და ქართული კლუბის რბევა სეკულსკიმ დაასრულა.
წავაგეთ ჩვენზე უკეთეს მეტოქესთან. ვერ გავრისკეთ. ვითამაშეთ ზედმეტად დაცვითი ფეხბურთი და ვერც ცვლილებებმა გაამწვავა თამაში.
ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
06.07. ბიალისტოკი. "მიეჟსკი"
იაგელონია-დინამო(ბთ) 4:0
გოლები: 1:0 გუტი (58), 2:0 ჩერნიხი (18), 3:0 რუნიე (89), 4:0 სეკულსკი (90)
იაგელონია (4-4-1-1): კელემენი - ბურლიგა, რუნიე, გუტი, გილერმე - ჩერნიხი, გორალსკი (82. შიმანსკი), რომანჩუკი, ხომჩენოვსკი - ნოვიკოვასი (74. მისტკოვსკი) - შერიდანი (86. სეკულსკი).
სათადარიგოები: ვერგლარცი, შიმანოვიჩი, გორდონი
მწვრთნელი: ირენეუშ მამროტი
დინამო (5-4-1): ტიმოფეევი - ტვილდიანი (87. ვარშანიძე), მახარაძე, მგელაძე, კვირკველია, სუხიაშვილი - ქავთარაძე, შონია, თარხნიშვილი, გრიგალაშვილი (79. ფარტენაძე) - კვასოვი (63. მარცვალაძე).
სათადარიგოები: ტაკიძე, თევდორაძე, ქორიძე, გორელიშვილი
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
გაფრთხილება: ტვილდიანი (43), მგელაძე (55), თარხნიშვილი (64)
გაძევება: თარხნიშვილი (75)
არბიტრი: ი. მოჟარევსკი (უკრაინა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მერამდენედ არ დაგვინდეს პოლონელებმა. მოგებულ თამაშში, როცა აღარაფერი უნდოდათ. ჯერ ლევანდოვსკიმ, ბოლო 5 წუტში 3 გოლი გაგვიტანეს, ეხლა ესენი. მეტის ღირსი ვართ, თბილისში რომ ვუგებდით 3-0ს და ყაველაშვილმა ძალით გააგდებინა თავი. შეჭმული გვყავდა მათი ნაკრები და კიდევ 4-5 ბურთს მაინც გავუტანდით. და ექნებოდათ ისტორიაში ყველაზე დიდი წაგება. ეჰჰჰჰჰ
0
0
AXLA MTAVARIA ,KOBULETAN ERTAD AR GAVARDET,ARS STADIONI ARS PEXBURTI BATUMSHI ,GVEHOS ....
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული