გია ცეცაძე: "ყარაბაღთან" დაპირისპირებისთვის ბოლომდე მზად ვართ

AutoSharing Option
11 ივლისს 21 საათზე საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" ბაქოში ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს. ქართული კლუბის მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღია".

დღეს "სამტრედიას" თავკაცმა გია ცეცაძემ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"გუნდი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია, მეც კმაყოფილი ვარ. ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ბოლომდე მზად ვართ. თუკი აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღი" გახდა, გამოდის, რომ ის უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი შარშანდელი მეტოქე "გაბალა".

მაგრამ ერთ ადგილს არც ჩვენ ვტკეპნიდით. გამოცდილება დაგვიგროვდა.

"ყარაბაღი" კარგ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კარგი იქნებოდა, რომ ეს
ასე არ ყოფილიყო".

შეგახსენებთ, რომ ბაქოში ხვალინდელი მატჩისთვის 10 ივლისის მონაცემებით, 9 ათასი ბილეთი იყო უკვე გაყიდული.
მკითხველის კომენტარები / 13 /
გამარჯვება ბიჭებო
გიგლა სულამანიძე
11 ივლისი 2017 12:31
0
რომ თხოვთ გამოაგდეთო, თითქოს თვითონ ყველაზე მეტად არ უნდოდეთ... საერთოდ რეალობას ხართ მოწყევტილები, აზერებაიჯენელების დასაცინი გავხდით იმიტომ რომ სწორად უდგებიან საქმეს და სწორად ავითარებენ, დარწმუნებული ვარ ყარაბახში 2-3 ფეხბურთელი თU იქნება აზერი შემადგენლობაში...აქ კიდე სტადიონები არ გვაქვს ნორმალური, რომელ ფეხბურთის განვითარებაზეა საუბარი, დარწმუნებული ვარ რომ სამტრედია მინიმუმ 3 ბურთით წააგებს, ნეტა ვცდებოდე ღმერთმა ქნას, მაგრამ ესეაა რაა... სამწუხაროდ :(
ჯამლეტი
11 ივლისი 2017 10:51
0
სამტრედიელებო ძალიან გთხოვთ გამოაგდეთ ყარაბახი მხოლოდ იმისთვისაც რომ აზერბაიჯანელი ყოფილი ფეხბურთელის დასაცინი გავხდით. ისე მაგის დონის ფეხბურთელს საქართველოს არც ერთ კოლმეურნეობების გუნდშიც არ ათამაშებდნენ
მურთაზი
11 ივლისი 2017 10:08
0
ფეხბურთში სასწაულები არც თუ იშვიათად ხდება, ამიტომაც უყვარს გულშეამტკივარს ის. ვნახოთ რა მოხდება საღამოს. ვფიქრობ დაცვიდან უნდა ვითამაშოთ გადავკეტოთ ყველა სივრცე და დაველოდოთ ჩვენს შანს, რომელსაც საფეხბურთო ფორტუნა ყველა გუნდს აძლევს. ეს ეტაპი, რომ როგორმე გადავლახოთ ეს იქნება სენსაცია, რაც ძალიან გვჭირდება ქართულ ფეხბურთში. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს და სამტრედიელ გუშემატკივარს, ერთად გაგვეხაროს.
gizog
11 ივლისი 2017 09:53
0
დაამტკიცეთ ბიჭებო,რომ კაცები ხართ.
სოსო
11 ივლისი 2017 09:39
0
ყარაბახს რო გაცდე რაიმეთი მაინც უნდა სჯობდე - სამწუხაროდ, დაფინანსებით,ინფრასტრუქტურით, შემადგენლობით და რაც მთავარია კლუბის მემეჯმენტით ძალიან ჩამოვრჩებით, ანუ თითქმის ყველაფრით :-( ... ამ ყველაფრის გამო ტყუილი მოლოდინები ნუ გექნებათ ...
დათო - გულშემატკივარი
11 ივლისი 2017 09:37
0
ბოლოს და ბოლოს დაწერეთ აჩვენებს თუ არა რომელიმე არხი..
rezi
11 ივლისი 2017 09:24
0
ბოლოს და ბოლოს დაწერეთ აჩვენებს თუ არა რომელიმე არხი..
rezi
11 ივლისი 2017 09:17
0
ხუმრობა კარგი გცოდნია. "თქვენ მაიც გაიარეთ ერთი ეტაპი, რა მოხდება."
ირაკკლი-s
11 ივლისი 2017 08:35
0
ლივეს ვეთანხმები ყარაბახი ეს სახელი აზერებისთვის ისეთივეა როგორიც ჩვენთვის აფხაზეთი ამიტომ ბიჭებმა თავის თავს უნდა გადაახტნენ მით უფრო რომ მსაჯი თურქია რაღაცას მაინც უფრთხიან და ეს რაღაცა ჩვენმა ცეცამ უნდა მიაგნოს ორი თამაშის ჯამში.
samtredski
11 ივლისი 2017 08:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული