გია ცეცაძე: "ყარაბაღთან" დაპირისპირებისთვის ბოლომდე მზად ვართ

AutoSharing Option
11 ივლისს 21 საათზე საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" ბაქოში ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს. ქართული კლუბის მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღია".

დღეს "სამტრედიას" თავკაცმა გია ცეცაძემ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"გუნდი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია, მეც კმაყოფილი ვარ. ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ბოლომდე მზად ვართ. თუკი აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღი" გახდა, გამოდის, რომ ის უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი შარშანდელი მეტოქე "გაბალა".

მაგრამ ერთ ადგილს არც ჩვენ ვტკეპნიდით. გამოცდილება დაგვიგროვდა.

"ყარაბაღი" კარგ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კარგი იქნებოდა, რომ ეს
ასე არ ყოფილიყო".

შეგახსენებთ, რომ ბაქოში ხვალინდელი მატჩისთვის 10 ივლისის მონაცემებით, 9 ათასი ბილეთი იყო უკვე გაყიდული.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ლივეს ვეთანხმები ყარაბახი ეს სახელი აზერებისთვის ისეთივეა როგორიც ჩვენთვის აფხაზეთი ამიტომ ბიჭებმა თავის თავს უნდა გადაახტნენ მით უფრო რომ მსაჯი თურქია რაღაცას მაინც უფრთხიან და ეს რაღაცა ჩვენმა ცეცამ უნდა მიაგნოს ორი თამაშის ჯამში.
samtredski
08:08 11-07-2017
0
ხუმრობა კარგი გცოდნია. "თქვენ მაიც გაიარეთ ერთი ეტაპი, რა მოხდება."
ირაკკლი-s
08:35 11-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული