ყარაბაღი VS სამტრედია - კავკასიური ფეხბურთის წრე

AutoSharing Option
დღეს, 11 ივლისს, საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" სტუმრად აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ბაქოში, ტოფიკ ბახრამოვის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე 21:00 სთ-ზე დაიწყება.

შეხვედრის ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს, ქალაქ სამტრედიაში კი დამონტაჟდება დიდი ეკრანი, სადაც ქომაგებს შეეძლებათ საყვარელი გუნდის თამაშს თვალი ერთად ადევნონ.

მატჩის წინა დღეს სამტრედიელებმა ბაქოს სტადიონზე ვარჯიში ჩაატარეს, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

- გია ცეცაძე: "ყარაბაღთან" დაპირისპირებისთვის ბოლომდე მზად ვართ
- "ყარაბაღის" თავკაცი: ეს ის "სამტრედია" არაა, შარშან "გაბალასთან" 1:5
რომ წააგო


იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

რეალურად, "სამტრედიაში" დიდი საკადრო ცვლილებები არ მომხდარა და ვერც იმას ვიტყვით, რომ გუნდი საევროპოდ გაძლიერდა: ევროთასებამდე ჩემპიონმა დაიმატა მეკარე ილია სტურუა, მცველი ბაკარი ბალდე და თავდამსხმელი ნიკა საბანაძე.

"ყარაბაღისა" და "სამტრედიის" მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რაც უცნაურად ჩანს. არბიტრი 38 წლის სტამბოლელი ინჟინერ-მექანიკოსი მეთე კალკავანი იქნება, რომელსაც თურქეთის სუპერლიგის გარდა, იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში, ევროპალიგასა და შესარჩევი ციკლის სანაკრებო მატჩები უმსაჯია. ფიფას არბიტრი 2012 წლის 24 დეკემბრიდანაა.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ დიდად მკაცრი არ არის. ყოველ შემთხვევაში, დასრულებულ სეზონში ევროპალიგაზე ორჯერ იმსაჯა და 6-ჯერ გამოიყენა ყვითელი ბარათი. ის გაუძღვა "სამტრედიის" შარშანდელი მეტოქის, "გაბალასა" და უნგრული მტკ-ს მატჩს, რომელშიც ფეხბურთელებს 3 ყვითელი ბარათი აჩვენა - ერთი მასპინძლებს, ორიც - სტუმრებს. კალკავანს თანამემამულეები, ესათ სანჯაქთარი და ბაიიკ ერდემი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კი ჰალილ უმუთ მელერი იქნება.

"სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ბაქოში ეს შემადგენლობა იახლა:

მეკარე:
ომარ მიგინეიშვილი, ილია სტურუა, ოთარ სტურუა;
მცველები: გიორგი მჭედლიშვილი, დავით მთივლიშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე, დავით მანჯგალაძე, გიორგი ახალაძე, ბაკარი ბალდე, ვალერი ოლხოვი, ირაკლი დოლიძე;
ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი, გიგლა ბურკაძე, გიული მანჯგალაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, აკაკი ნინუა, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია;
თავდამსხმელები: გიორგი ბერიაშვილი, დავით ჯიქია, ზაურ ხაბეიშვილი, ნიკა საბანაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
საინტერესოა ამ სტადიონს უეფას ლიცენზია როგორმისცეს, როცა სკამები არაა დამონტაჟებული.
murtalo
11 ივლისი 2017 15:43
0
საქარტველო ტქვენს იმედზეა
giorgi
11 ივლისი 2017 15:42
0
ნაკები ყვითელი მოდის
zviadi
11 ივლისი 2017 14:41
0
იმედი ბოლოს კვდებაო და მე დარწმუნებული ვარ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ. მიდი სამტრედია
roma
11 ივლისი 2017 14:30
0
თურქები და აზერები ერთი ხალხია. გამოდის 14 კაცს ვეთამაშებით.
dadu
ძალიან გული მტკივა ამას რომ გეუბნები, მაგრამ იქ ფრეც რომ დამთავრდეს, აქ მაინც ყარაბახს უფრო მაგარი შანსი ექნება.
haha
11 ივლისი 2017 12:48
0
აუ ბიჭებო გოლი არ უნდა გავუშვათ ეს არის უპირველესი ამოცანა. თუ არ გავუშვებთ აქ 50/50 იქნება შანსები მერე. მართალია ათი თავით გვჯობია ამ ეტაპზე ყარაბაღი ტველაფრით მაგრამ ერთი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარების იმედი მაინც მაქვს. მთავარია გოლი არ გავუშვათ.
dadu
11 ივლისი 2017 11:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული