"სამტრედიამ" "ყარაბაღთან" დიდი ანგარიშით წააგო

AutoSharing Option
11 ივლისს ბაქოში "ყარაბაღსა" და "სამტრედიას" შორის ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:5.

ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. მსაჯმა სამტრედიელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად აფრან ისმაილოვმა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ამ გოლამდე სტუმრებმა ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრეს. მე-5 წუთზე გიული მანჯგალაძე გააფრთხილეს, ხოლო მე-8 წუთზე ბაქარი ბალდე.

37-ე წუთზე მასპინძლების სამრეთაფრიკელმა ლეგიონერმა დინო ნდლოვუმ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო ტაიმის მიწურულს კი დუბლი მიითვალა და ანგარიში 3:0 გახადა. აზერბაიჯანელებმა მესამე გოლიც პენალტიდან
მიითვალეს, ნდლოვუზე წესები მეკარემ ომარ მიგინეიშვილმა დაარღვია.

მეორე ტაიმში "სამტრედიამ" ღირებული ვერაფერი შექმნა, ყველაზე სახიფათო გიული მანჯგალაძის მიერ დარტყმული საჯარიმო იყო, რომელსაც მეტოქის მეკარე დახვდა.

83-ე წუთზე ისევ მასპინძლებმა გაიტანეს. ამჯერად თავი შეცვლაზე შემოსულმა დონალდ გუერერომ გამოიჩინა. 92-ე წუთზე კი ქართველების დაცვა სრულიად ჩავარდა, მაშინ როცა სამტრედიელებს თამაშგარე ეგონათ, მიჩელმა ჩვენს საჯარიმოში, რაც მოისურვა, ყველაფერი გააკეთა, ჯერ ძელს გაარტყა, შემდეგ კი დამატებაზე გოლიც გაიტანა.

საბოლოოდ "სამტრედია" ანგარიშით 0:5 დამარცხდა. ამასთან ერთად ქართველებს ძალიან ცუდი სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდათ - მხოლოდ ერთი დარტყმა კარში და გოლის გატანის რეალური შანსი ერთხელაც არ ჰქონიათ.

საპასუხო მატჩი "დინამო არენაზე" 18 ივლისს გაიმართება.

"სამტრედიამ" მატჩი შემადგენლობით ჩაატარა:
ომარ მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი (69, გიორგი ბერიაშვილი), თეიმურაზ მარკოზაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაქარი ბალდე, გიორგი დათუნაიშვილი, გურამ სამუშია (64, დავით ჯიქია).
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 61 /
რატომ არ გამოაქვეყნეთ ჩემი წერილი? რა არ მოგეწონატ?
tamazino
12 ივლისი 2017 15:04
0
კითხეთ ჟურნალისტებმა ფედერაციის შეფებს: საერთოდ რომ არ არსებობდეს ფედერაცია, რა მოხდება ამაზე უარესი?
11
12 ივლისი 2017 12:23
0
დაახლოებით ათი წლის უკან ერთმა კაცმა მითხრა-როგორი შესახედაობაც აქვთ ქუჩაში მოხეტიალე ძაღლებს ისეთივეა სახელმწიფოცო, ეს გამახსენდა და მივხვდი, რომ ჩვენი ფეხბურთიც სახელმწიფოს სახეა
მურთაზი
12 ივლისი 2017 12:05
0
ეს ორი კომენტატორი რა ამბავია, ერთმა რომ გაგვაგიჟოს არ იქნება?
ჩიქ
12 ივლისი 2017 11:03
0
აქ ვინმე st წერს რომ 80-ან წლებში არ გვყავდაო მილიონერებიო. მინდა მივუგო, არც ფეხბურთი იცი და არც ისტორია. 80-ან წლებშიც და მანამდიც, თბილისის დინამო იყო საქართველოს ნაკრები. მაშინ არც არავის უშვებდნენ უცხოეთში, კლუბს სახელმწიფო აფინანსებდა და დინამოსაც რამდენიმე ქვეყნების საუკეთესო გუნდებთან უწევდა ასპარეზობა. მაგრამ დღეს ევროთასებზე უკეთ რომ გამოვიდეთ, ამისთვის მაინც არ ღირს საბჭოთა კავშირის დაბრუნება და არც ის ღირს რომ სახელმწიფომ გვიფინანსოს დღევანდელი კლუბები.
avaza
12 ივლისი 2017 10:51
0
მთავრობაც შუაშია და ფედერაციაც ის ფული რომ გამოყეს უნდა მიხედონ გააკონტროლონ სად მიდის და რას აკეთებენ რა თქმა უნდა თუ თვითონაც არ არიან გარეულები ამ ამბავში
rexeli
12 ივლისი 2017 10:41
0
ქართული კლუბების ევროთასებზე წარუმატებელი გამოსვლა რაღაც დოზით ჩვენი გულშემატკივრების დამსახურებაცაა, ყველა განვითარებულ ქვეყანაში გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებაში გულშემატკივრები და ფანკლუბი ძალიან დიდ როლს თამაშობს, ფანკლუბებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მაგალითად ვიტყვი ერთს, რომ მოსთხოვოთ საკუთარი გუნდების ხელმძღვანელებს, რომ არ გაფორმდეს 6 თვიანი ხელშეკრულებები და მინიმუმ 2 წლიანი ხელშეკრულებები დაიდოს ფეხბურთელებთან, გულშემატკივრის წინააღმდეგ გუნდის ხელმძღვანელობა ვერ წავა, თუ წავა და საქართველოში ბევრი გვქონია მაგალითი როგორ უნდა გაუშვა კლუბიდან ხელმძღვანელობა, ისე რომ შეაზარო საერთოდ გუნდში მისვლა... ჩვენი განვითარების ერთადერთი გზა არის, მინიმუმ 2 წლიანი კონტრაქტები ფეხბურთელებთან, გუნდში მინიმუმ 5 ფეხბურთელი ლეგიონერი, რომ დონემ აიწიოს ჩემპიონატში, არავითარ შემთხვევაში პორტუგალიის და სხვა ქვეყნების მეორე ლიგებიდან ლეგიონერების დამატება, ეგეთმა ლეგიონერმა იქ ვერ გაამართლა და ვერ განვითარდა, ჩვენთან ფულის საკეთებლად მოდის ამ დროს, სხვა მიზანი მას არ აქვს, უნდა მივაწვეთ აფრიკულ ბაზარს, ხელფასიც ნაკლები უნდათ და ძირითადად თავისუფალი აგენტის სტატუსით შეგვიძლია დავიმატოთ, ყველა აფრიკელ ფეხბურთელს ევროპისკენ უჭირავს თვალი და საშუალება უნდა მივცეთ რომ ტრამპლინად გამოიყენონ საქართველოს ჩემპიონატი, ელემენტარული სწრაფები არიან და სირბილი იციან რომელიც ქართულ ფეხბურთს ძალიან აკლია, აღარ არის ის დრო ბურთის თრევა რომ იყო ადრე, ბრაზილიაც აღარ თამაშობს ეგეთ ფეხბურთს, მთელი მსოფლიო გადასულია სირბილზე და ფიზიკურ მომზადებაზე. ახალგაზრდა 20-21 წლის აფრიკელი ფეხბურთელი იმის იმედით უნდა ჩამოვიდეს საქართველოში რომ ჩვენიდან ევროპაში წავა, ის უფრო გულით ითამაშებს ვიდრე ჩამოწერილი ლეგიონერი რომელიც ფულის საშოვნელად მოდის საქართველოში. ასევე მინდა შევეხო სამტრედიის და ტორპედოს ბოლოდროინდელ სატრანსფერო პოლიტიკას, პორტუგალიის მეორე ლიგიდან ფულის საშოვნელად ვიღაც ვაი ნახევარმცველის ჩამოყვანა სამტრედიაში გაუმართლებელია, ტორპედოში გუგა ფალავანდიშვილის დაბრუნება და 6 თვიანი კონტრაქტის გაფორმება ესეც დაუშვებელია, რადგან 6 თვე ვაჭამოთ, ფორმა შევუნარჩუნოთ, ხელფასი ვუხადოთ და 6 თვის მერე წავა და ისევ სხვა ვეძებოთ ამ პოზიციაზე? ეს არის უაზრო სატრანსფერო პოლიტიკა. მივესალმები კოლხეთის ტრანსფერებს, როგორც ვიცი 2 ფეხბურთელი დაიმატეს კენიის ახალგაზრდული ნაკრებიდან და 3 წლიანი კონტრაქტები გაუფორმეს, თუ გაამართლებენ ამით კოლხეთიც იხეირებს ფინანსურად და ჩემპიონატის დონეც აიწევს, თუ ვერ გაამართლებენ და კარები ყოველთვის ღიაა... ჩემი თხოვნა იქნება ფანკლუბებთან, მაქსიმალურად მოსთხოვეთ კლუბების ხელმძღვანელობას გრძელვადიანი კონტრაქტები და გონივრული სატრანსფერო პოლიტიკა.
anti
12 ივლისი 2017 10:20
0
გამომიქვეყნეთ კომენტარი
სიმართლე
12 ივლისი 2017 10:17
0
ქართული ფეხბურთი ქართველი "კონჩიტები"-ს თავშესაფარი გახდა, იქნებ ქართული ფეხბურთის დღედ დაგვეწესებინა 17 მაისი.
gizo
12 ივლისი 2017 10:17
0
წალეკეს აზერებმა სამტრედიას ფეისბუქი,დაცინვებით და ათასნაირი მესიჯებით.
სამტრწდიას ფეისბუქის ადმინი დაიმალა და არც სჩანს რომ ეს უხამსობა აღკვეთოს ( ვიღაც ბოხუას ბიჭია მგონი) ასევე არ სჩანს ქართველ გულშემატკივართა "მაფრთხობელა", სკ სამტრედიას უსაფრთხოების ოფიცერი ვიღაც "ვახო ყურულაშვილი" თავისიანებს დედას აგინებს,აზერების შემოსევას კი თაგვივით დაშინებული სადღაც კუნჭულიდანა უყურებს.

ფუნქციონალურად მოშლილი და გაუმართავი სკ სამტრედიას კლუბის მენეჯმენტი და სამსახურები სამარცხვინოები არიან.

ფეხბურთელები მეცოდებიანა, რომ მათზე ტყდება ყველა ჯოხი.
გარინჩა
12 ივლისი 2017 10:16
0

სიახლეები პოპულარული