"სამტრედიამ" "ყარაბაღთან" დიდი ანგარიშით წააგო

AutoSharing Option
11 ივლისს ბაქოში "ყარაბაღსა" და "სამტრედიას" შორის ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:5.

ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. მსაჯმა სამტრედიელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად აფრან ისმაილოვმა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ამ გოლამდე სტუმრებმა ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრეს. მე-5 წუთზე გიული მანჯგალაძე გააფრთხილეს, ხოლო მე-8 წუთზე ბაქარი ბალდე.

37-ე წუთზე მასპინძლების სამრეთაფრიკელმა ლეგიონერმა დინო ნდლოვუმ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო ტაიმის მიწურულს კი დუბლი მიითვალა და ანგარიში 3:0 გახადა. აზერბაიჯანელებმა მესამე გოლიც პენალტიდან
მიითვალეს, ნდლოვუზე წესები მეკარემ ომარ მიგინეიშვილმა დაარღვია.

მეორე ტაიმში "სამტრედიამ" ღირებული ვერაფერი შექმნა, ყველაზე სახიფათო გიული მანჯგალაძის მიერ დარტყმული საჯარიმო იყო, რომელსაც მეტოქის მეკარე დახვდა.

83-ე წუთზე ისევ მასპინძლებმა გაიტანეს. ამჯერად თავი შეცვლაზე შემოსულმა დონალდ გუერერომ გამოიჩინა. 92-ე წუთზე კი ქართველების დაცვა სრულიად ჩავარდა, მაშინ როცა სამტრედიელებს თამაშგარე ეგონათ, მიჩელმა ჩვენს საჯარიმოში, რაც მოისურვა, ყველაფერი გააკეთა, ჯერ ძელს გაარტყა, შემდეგ კი დამატებაზე გოლიც გაიტანა.

საბოლოოდ "სამტრედია" ანგარიშით 0:5 დამარცხდა. ამასთან ერთად ქართველებს ძალიან ცუდი სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდათ - მხოლოდ ერთი დარტყმა კარში და გოლის გატანის რეალური შანსი ერთხელაც არ ჰქონიათ.

საპასუხო მატჩი "დინამო არენაზე" 18 ივლისს გაიმართება.

"სამტრედიამ" მატჩი შემადგენლობით ჩაატარა:
ომარ მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი (69, გიორგი ბერიაშვილი), თეიმურაზ მარკოზაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაქარი ბალდე, გიორგი დათუნაიშვილი, გურამ სამუშია (64, დავით ჯიქია).
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 61 /
რატომ არ გამოაქვეყნეთ ჩემი წერილი? რა არ მოგეწონატ?
tamazino
15:04 12-07-2017
0
კითხეთ ჟურნალისტებმა ფედერაციის შეფებს: საერთოდ რომ არ არსებობდეს ფედერაცია, რა მოხდება ამაზე უარესი?
0

სიახლეები პოპულარული