კი არ უნდა ლანძღოთ, ძეგლი უნდა დაუდგათ!.. ფანები გია ცეცაძის დარჩენას ითხოვენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ.

- ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა სამტრედიელთა ფანკლუბმა:

"გია ცეცაძე კი არ უნდა ლანძღოთ, სამტრედიაში ძეგლი უნდა დაუდგათ! ამდენი წელია გუნდთან ვართ და ამდენი ჩასაფრებული არსად გვინახავს. ეს ხალხი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ცუდს დაინახავენ და კარგი როცა მოხდება, დადუმებულნი არიან.

არადა, სად იყო "სამტრედია"? უმეტესად, პირველ ლიგაში და როცა უმაღლესში გადმოვედით, ვარსკვლავები მაშინაც არ მოგვიწყვეტია.
მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, შეიკრა ახალი გუნდი და წარმატებას მაშინაც ვერ მიაღწია.

მოვიდა გია ცეცაძე და მოიყვანა ბიჭები, რომლებიც ქართული გუნდებიდან ჩამოწერილები იყვნენ - ზოგი სკამზე იჯდა, ზოგიც პირველ ლიგაში თამაშობდა. ამ კაცმა გუნდი შეკრა, იმავე წელს მეორე ადგილზე გავიდა, გარდამავალ პირველობაზე ჩემპიონი გახდა და წელსაც ოქროს მედლებისთვის იბრძვის.

ცუდად ვითამაშეთ თუ კარგად, ზედიზედ 2 წელია ევროტურნირებზე გავდივართ. აბა, გაიხსენეთ - ევროტურნირი და სამეული სანატრელი გვქონდა.

გულშემატკივარი ცუდს და კარგს ყოველთვის ვხედავთ, არასდროს არავის არ მოგვრიდებია და ვინც გასაშვები იყო, პირში გვითქვამს - წადი! მაგრამ ცეცაძე მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს ჩვენთან, რადგან ამ კაცმა თავისი საქმე იცის.

ცეცა, სამტრედია გაფასებს, უყვარხარ და შენ უნდა იყო იქ, სადაც ხარ. წინ ბევრი სიხარული და წარმატება გველოდება. არავის უსმინო, სამტრედიელებს გვინდა, რომ იყო ჩვენთან და არსად არ გიშვებთ - ერთად ყველაფერი გამოგვივა! ერთმანეთისთვის", - წერია "სამტრედიის" ფანკლუბის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
kompiuteris virtxebooo shurianebooo tu magari kaci xar midit da pirshi galandzget... magis tavi sadagaqvt? tqven istorias gadaxedet da mere sxvaze ilaparaket///...momindomes aq qarabaxis damarchxeba upulo gundit.. saqartveloshi 70 pexburti ar icis.. jer gaiget ra situaciaa da mere daiwyet landzgva
cecadze aucileblad unda darches
14 ივლისი 2017 14:18
0
sadaxart bogmianebo raiyo ver moxvdit samsaxurshii da ilandzgebitt... mteli samtredia shens gverdit ari.. samtrediis arsebobashi vin dado aseti shedegi gamecit pasuxii?? meore ligashi iyavit wlebii.. dganan da xemdzgvanelobas landzgavenn.. tu miagwia warmatebas bogmianebi dadumebulebi dadian tu ara da uasxelod faceshi landzgebian....vai vaii
umagresi treneria
14 ივლისი 2017 14:14
0
isetebi akritikebs romlebic qartuli fexburtistvis saertod verafels aketeben,arc gauketebiat,da arc ician amsaqmis arafeli,ubralod klaviaturastan arian magrebi.
romandro
14 ივლისი 2017 14:11
0
ისევ არასწორი აქცენტები, ისევ ბოხუა-ყურულაშვილის ტანდემი და იაფი ლაქიაობა კლუბის უვარგისი მენეჯმენტის წინაშე რადგან თვითონ არიან იქ მიტმასნულნი და დასაქმებულები.
თქვენ არ იყავით ხალხს რომ ბერავდით ტყუილებით,აიკალით ინტერნეტ სივრცე -მოიცათ და ნახავთ რა მოხდებაო,რა ტრანსფერები დაიდებაო?- თქვენ არ სდევნით და აგინებთ კლუბის ფეისბუქ გვერდზე ყველა განსხვავებულ აზრს? თქვენ არაა რომ ენა ჩაიგდეთ აზერების შემოტევაზე როცა მთლად გააბანძეს გევრდი?
გიას ტაქტიკა თამაშისა უკვე ყველამ ზეპირად იცის,მისი დამარცხება ყველას შეუძლია გარდა ზარმაცისა,მას არც ადამიანური რესურსი აქვს რომ ვინმეს დაეყრდნოს და ვერც ვერაფერი ახალი გამოუგონა ამ სასტავს რომ მათი დამარცხება ადვილი არ იყოს. ამოიწურა ყველა რეზერვი და საშუალება,როგორც მწვრთნელის ისე მოთამაშეების.
ერთი ის თქვით რამდენი ლარი კერძო ფული დაიხარჯა ამ კლუბში,სადა გყავთ ვინმე კერძო სპონსორი, თუნდაც 1000-2000 ლარი რომ შესწიროს კლუბს?
ისიც ვთქვათ როგორ გახდა სამტრედია ჩემპიონი? სხვათა გაჭირვების ფონზე უკეთესი თამაშით,უბრალოდ დაემთხვა ასე ვითარება და საშუალებები ერთმანეთს. ამავე ჩემპიონმა მოახერხა ტორპედოსთან 4-დან 3 მატჩი წააგო,ამავე ჩემპიონმა საკუთარი რეკორდი დაამყარა საშინაო მატჩებში აუღებელი ქულების, არმოგების და ზედიზედ წაგების. კიდევ რა უნდა მოხდეს? ანგაჟირებული,პადხალიმური და არასერიოზული განაცხადია ეს ძეგლის დადგმა.
გამოსავალი ერთია - უნდა წავიდეს კლუბის მთელი მენეჯმენტი და მიტმასნული ხალხი, დაუბრუნდეს კლუბი მუნიციპალიტეტს,რადგანს ეს აიპ დაარსებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ,მუნიციპალიტეტმა კი ის სასწრაფოდ გაყიდოს,ნებისმიერ ფასად. როცა ახალი მფლობელი იქნება ,იმან გადაწყვიტოს ვინ იქნება მწვრთნელი, ცეცაძე თუ სერ ალექსი.
გარინჩა
14 ივლისი 2017 14:10
0
საქართველოს კვალობაზე და პირობაზე თუ სინამდვილეში ამ კაცმა მაქსიმალურზე მეტი შეძლო...
მეორადი ფეხბურთელებით ვერცხლი ოქრო და წელს მინიმუმ ბრინჯაოს აიღებს და მეტის ამბიცია სამტრედიელებს არ გვაქვს. რა მე მომეწონა ყარაბაღთან გაფარჩაკება მაგრამ ყარაბაღის 1 ზანგს რა ხელფასიც აქვს წლიურად იმდენი დაფინანსება აქვს სამტრედიის მთელს გუნდს თავისი ექიმიან კარლოიან ავტობუსის ბენზინიანად.
ასე რო ერთი ადგილი დააყენეთ.
თუ კლუბი გახდება კერძო და ფული გაჩნდება და ლეგიონერები მომრავლდებიან, ზივზივაძის არაბულის და შერგელას ნაირი ხალხი არ გაიქცევა გუნდიდან და მერე გავფარჩაკდებით ასე აზერებთან პირველი მე ვესვრი ტალახს გიას, მაგრამ არა ახლა... ეს არსებული რეალობის ბრალია და ცეცაძე ალბათ ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე ამ ამბავში.
iloreli
14 ივლისი 2017 14:07
0
თქვე ბოგმიანებოოო და ჩასაპრებულებოო... დაუნახავებოოო... ცეცა მაგარი ტრენერია.. რო გაუშვათ ვინ მოგყავტ გიულიიიი??? კი უმიზნებს მაგ ადგილს, მაგრამ იცოდეთ ხალხი გადაგივლით თავზეე.. გიულის დასაცინი რა ჩირს ცეცაძეს ან რა ნამუსით უჯდება გვერდით???? როცა ქუჩაში ლანძგავს..
vin verc daasaqmes samtrediis klubshi isini ilandzgebian
14 ივლისი 2017 14:07
0
ძეგლი მარტო ცეცაძეს კიარა ყველას უნდა დაუდგათ ვინც დღევანდელ ფეხბურთშია ქართული ფეხბურთის გარდაცვალებისთვის
zmo
14 ივლისი 2017 14:05
0
ფანკლუბი სამტრედია არ არის.
რეზო
14 ივლისი 2017 14:00
0
რა გაიფხრიწეთ ამ სამტრედიაზე ჩვენ არ ვამბობთ არაფერს თქვენ ქართველები ხო ხართ ან დადეთ მუთაქებში შენახული ფულები და გავაკეტებთ კაი გუნდს თუ კალას ზურგზე გინდათ გაიაროთ და მერე ცხრამეტ წლამდელების თამაშზე ჩეხებთან ბილეთის ფასზე რო ლაპარაკობდით ის ხალხი ხო არ ხართ შემთხვევით?
samtredski
14 ივლისი 2017 13:55
0
წასვლა თავად ცეცაძისთვისაა საჭირო რომ გადახარშოს ყველაფერი თუ აქვს შესაძლებლობა წავიდეს საზღვარგარეთ 1-2 წელი ნიჭიერი კაცია სწორ დასკვნებს გააკეთებს გაიღრმავებს ცოდნას და პატივცემულო სამტრედიელებო და საერთოდ სპორტის მოყვარულებო კრიტიკა მტრობა არრა ვისაც სხვაზე ნაკლებად გახარებოდა სამტრედიის წარმატება იმის...
კახა
14 ივლისი 2017 13:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული