კი არ უნდა ლანძღოთ, ძეგლი უნდა დაუდგათ!.. ფანები გია ცეცაძის დარჩენას ითხოვენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ.

- ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა სამტრედიელთა ფანკლუბმა:

"გია ცეცაძე კი არ უნდა ლანძღოთ, სამტრედიაში ძეგლი უნდა დაუდგათ! ამდენი წელია გუნდთან ვართ და ამდენი ჩასაფრებული არსად გვინახავს. ეს ხალხი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ცუდს დაინახავენ და კარგი როცა მოხდება, დადუმებულნი არიან.

არადა, სად იყო "სამტრედია"? უმეტესად, პირველ ლიგაში და როცა უმაღლესში გადმოვედით, ვარსკვლავები მაშინაც არ მოგვიწყვეტია.
მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, შეიკრა ახალი გუნდი და წარმატებას მაშინაც ვერ მიაღწია.

მოვიდა გია ცეცაძე და მოიყვანა ბიჭები, რომლებიც ქართული გუნდებიდან ჩამოწერილები იყვნენ - ზოგი სკამზე იჯდა, ზოგიც პირველ ლიგაში თამაშობდა. ამ კაცმა გუნდი შეკრა, იმავე წელს მეორე ადგილზე გავიდა, გარდამავალ პირველობაზე ჩემპიონი გახდა და წელსაც ოქროს მედლებისთვის იბრძვის.

ცუდად ვითამაშეთ თუ კარგად, ზედიზედ 2 წელია ევროტურნირებზე გავდივართ. აბა, გაიხსენეთ - ევროტურნირი და სამეული სანატრელი გვქონდა.

გულშემატკივარი ცუდს და კარგს ყოველთვის ვხედავთ, არასდროს არავის არ მოგვრიდებია და ვინც გასაშვები იყო, პირში გვითქვამს - წადი! მაგრამ ცეცაძე მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს ჩვენთან, რადგან ამ კაცმა თავისი საქმე იცის.

ცეცა, სამტრედია გაფასებს, უყვარხარ და შენ უნდა იყო იქ, სადაც ხარ. წინ ბევრი სიხარული და წარმატება გველოდება. არავის უსმინო, სამტრედიელებს გვინდა, რომ იყო ჩვენთან და არსად არ გიშვებთ - ერთად ყველაფერი გამოგვივა! ერთმანეთისთვის", - წერია "სამტრედიის" ფანკლუბის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
მე მგონი ორი ძეგლი უნდა დაუდგან. ერთი სამტრედიაში და მეორე ბაქოში.
haha
14 ივლისი 2017 13:43
0
ყოჩაღ სამტრედიელებო, ასე უნდა გუნდის გვერდში დგომა! რასაც ვუყურებ, სამტრედიელებისგან აუგი ცეცაძეზე ჯერ არ გამიგია, ძირითადად სხვა გუნდების გულშემატკივრები გამოვარდნენ ლანძღვით და კრიტიკით. და ისეთები, ევროთასებზე და ნაკრების თამაშებზე რომ ახსენდებათ მხოლოდ ქართული ფეხბურთი და მისი ავ-კარგი. თუმცა ასეთ ხალხს ვინ ეკითხება, ან საერთოდ რა უფლება აქვთ ის გუნდი აკრიტიკონ, რომელიც თვეები და წლები არც ახსენდებათ, ვერ ვხვდები.
კოტე
14 ივლისი 2017 13:30
0
Aba kii su cecazem gaxada chempioni sasaciloa satirali rom ar iyos martla ro gjeravt ro samtredia girseuli chempioni gaxda an wels rasac igebs tamashebs kide. Swored es kritikebis miugebloba da cvlilebebis ar kona gupavs ara marto pexburts aramed mtlianad kveyanas.
Simartle
14 ივლისი 2017 13:23
0
იმ დონეზე დავიდა საქართველოს ჩემპიონატი და რაც ყველაზე სამწუხაროა ქართველი გულშემატკივარი (თუ დარჩა კიდევ), რომ სამარცხვინოდ წაგებული გუნდის მწვრთნელს, ეხვეწებიან არსად წახვიდეო. სად წამსვლელია თუ ძმა ხარ, თუ არ გაუშვი. ან ვის რაში ჭირდება!!!!
ისე შეიძლება წნორის "ინტერში" დასაქმდეს.
marao
14 ივლისი 2017 13:18
0
რა აზრი აქვს წავა თუ დარჩება, ფაქტი ერთია, შედეგი ვინც არ უნდა მოვიდეს იგივე იქნება, შეხედეთ ნაკრების თამაშს, რამდენი თავკაცი გამოიცვალა და ეფექტი არანაირი არ არის. პრობლემა უფრო სიღრმისეულია. პრობლემა ალბათ თავიდანვე ფეხბურთის თამაშის სწავლების არასწორი მეთოდებია, თორემ არ შეიძლება ნებისმიერი გუნდი ჩვენს გუნდს ასტრონომიური ანგარიშით ამარცხებდეს, ბოლო ბოლო ბარსას ან რეალს ხომ არ ვეთამაშებით.
გიორგი
14 ივლისი 2017 13:17
0
არ არის ურიგო მწვრთნელი. მართალია ჭ კლასის დონის ჩემპიონატი გვაქვს, მითუმეტეს აზერების ჩემპიონატთან შედარებით, მაგრამ მაინც მაგარია ცეცაძე, რადგან სოფლის ორღობის გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახადა. მეტი რა უნდა ქნას!!
balu
14 ივლისი 2017 13:14
0
კალატბურტში, გაუშვეს,მოიძულეს/
soso
14 ივლისი 2017 13:11
0
Aq ar ari cwcazze laparaki.aq gundis xelmdzxvanelobaze kritika gamotkmuli.roca icii ri zedized gadixar evro turnirze meorexarisxovan gundtan ar unda agebde amxela angarishit.roca mteli naxevari celi gaq dro mosamzadeblad.cecadzes kiar unda moetxovos pasuxii.exla moikvanes ganadgurebis mere da exla vitom cdiloben damatebas fexburtelebis.aci raga azri aq am kontigentit isev gavlen mesameze minimum da xval farerbic igives gvizams
ika2323ika
14 ივლისი 2017 13:07
0
არავის საქმე არაა სამტრედიელების გარადა ცეცას გაშვება სამი წელია სამტრედიაში ფეხბურთი დაბრუნდა ეხლა ვიღაცას ყელში გაჩხირა უფრო სწორად მოწინააღმდეგე გუნდის ფანებს დიახაც საქართველოს დონეზე მაგრები ვართ და ევროპაშიც არ ვჩანჩალებთ რა რესურსიც გვაქ იმით მეორე წრეში ბარეოდს გავამწარებთ მასე ხორვატიის ნაკრები მაგარია მარა საკლუბო ფეხბურთი დიდათ არაა ჩVენზე წინ და ბევრი ქვეყნის ჩამოთვლა შემიძლია ასე რო დადუმდით.
samtredski
14 ივლისი 2017 13:06
0
ბრავო, ძმაო თუ ხუთითნოლზე ეხვეწებით დარცენას, ალბათ მეტით წაგებაზე დაუჩოქებთ. ამ მწვრთნელის კომპეტენციაში მე ეჭვი შემეპარა მაშინაც, როცა ის ახალგაზრდულ ნაკრებთან მუშაობდა. მე ისიც მესმის, რომ ცუდია მწირი ფინანსებით მუშაობა მაგრამ მწვრთნელიც, რომ ტაქტიკურად ცდება და ვერ ქაჩავს ფაქტია.
გიორგი
14 ივლისი 2017 12:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული