"სამტრედია" "ყარაბაღთან" მეორე მატჩშიც დამარცხდა

AutoSharing Option
18 ივლისს "დინამო არენაზე" "სამტრედიასა" და "ყარაბაღს" შორის ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა.

შეხვედრა ქართველების მარცხით ანგარიშით 0:1 დასრულდა.

ანგარიშის გახსნა 22-ე წუთზე სტუმართა ლეგიონერმა უილდ-დონალდ გუერერომ გახსნა. მე-80 წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქოდნათ, თუმცა დავით რაჟამაშვილის დარტყმული მეკარემ კუთხურზე მოიგერია. 84-ე წუთზე კი სამტრედიელების მხრიდან გიული მანჯგალაძეს შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით აცდა.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიელებმა პირველი მატჩი სტუმრად ანგარიშით 0:5 წააგეს. შესაბამისად ევროთასებს ბოლო ქართული კლუბიც გამოეთიშა.

"სამტრედიამ" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:

ომარ
მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაქარი ბალდე, გიორგი დათუნაიშვილი, ინტერს გაი
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინც თავგამოდებით იცავდით ფეხბურთს ეხლა რას იტყვით??? რატო ვაფინანსებთ ამ სპორტს ათობით მოლიონით და რატომ კაპიკს არ ვუგდებთ სხვა სპორტებს რომელშიც დაუფინანსებლათაც წარმატება გვაქვს და ამ უყურადგებობით ვძირავთ სხვა სპორტებს. აღარ არის ეს ფეხბურთი ჩვენი სპორტი დაინახოს ვინმემ არ შეიძლებაა? მაგათ გინდა მილიონი აჩამე და გინდა მილიარდი მაინც ვერ ძღებიან
.,
19 ივლისი 2017 17:36
1
ესენი არიან კალაძეების სანაქებო ჩემპიონები?!
Amiran Menabde
19 ივლისი 2017 11:09
0
ლეგიონერს იმაზე კარგს ვერ ჩამოვიყვანთ, ვისაც სხვები ჩამოიყვანენ, მე ჩემი გადასახადებით გადახდილი ფულით ლეგიონერს ფულს არ გადავუხდი, უნდა დაწესდეს კანონი, სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს გუნდს სადაც არის ლეგიონერი. კერძო ბიზნესმენმა გარისკოს თავისი ფულით. ლეგიონერებით აშენებული გუნდი არის თავის მოტყუება! მაგას ჯობია ცოტა მეტი გადავუხადოთ ქართველებს ვისაც ევროპული გამოცდილება აქვს და აქ ვათამაშოთ. გავიდა იბერია სტარი ნახევარფინალში ჩემპიონთა ლიგის.. მერე? ეშველა მინიფეხბურთს?
ქუთაისელი
19 ივლისი 2017 09:54
0
ყველა ძალით ჩემპიონი გუნდი და პოლიტიკური გადაწყვეტილებით გამხდარი ჩემპიონი ამ გზას დაადგება. უმაღლეს ლიგაში ადგილს ძვლის უნდა ინარჩუნებდეს ეს გუნდი რა უნდოდა ლიგაზე??
nepotizmi
19 ივლისი 2017 09:48
0
რა დამოკიდებულებაც აქვს ფეღბურთის მიმართ სეხელმწიფოს, კლუბების მეპატრონეებს, მწვრთნელებს და თვითონ ფეღბურთელებს შედეგის ისეთი გვაქვს...
qomagi
19 ივლისი 2017 08:42
0
ქარტულ ფეხბურთს ჭირდება კერძო ინვესტორები და მატი დახმარება.არ ჭირდება სახელმწიფო კლუბები ბიუჯეტიდან ფული გახვრა
beso
19 ივლისი 2017 07:13
1
კობიაშვილი ან პარლამენტში რას აკეთებს(ან რისი გამკეთებელია) ან ფედერაციაში?
auuuuu
19 ივლისი 2017 05:32
0
ბატონო გია წაგება ნამდვილად არ გამხარებია,მაგრამ ჩვენი ფეხბურთი ისეთი უღიმღამოა,რო სანამ ყარაბახის ფეხბურთელები ჯარიმას დაარტყამდენ მანამდე ვთქვი ნახეთ ჩვენი ფეხბურთელები როგორ დგანან ახლა ჩვენ კარში გოლი გავა მეთქი და ასე ყველაფერი კარგი აუსრულდეს ქართულ ფეხბურთს,როგორც ჩემი სიტყვა ასრულდა,მე ფეხბურთის ანაბანის არმცოდნემ ჩვენი ფეხბურთელების იმ ეპიზოდური მდგომარეობის უსუსურობა გამოვიცანი,არადა ფეხბურთი ეპიზოდებისგან შედგება.
cecaZes
19 ივლისი 2017 00:28
0
კობიაშვილი ვერ ითამაშებს ვერავის მაგივრად.სამტრედიას და სხვებსაც ჭირდებათ კარგი ლეგიონერები.ვიმეორებ კარგი.ისეთი კიარა სადღაც აეროპორტში გამოიჭერენ ვიღაცა ზანგს და მოყავთ გუნდში.მერე შედეგი არის ის რაც არის
გოგა
18 ივლისი 2017 23:51
0
ეხლა გამახსენდა კობიაშვილის სიტყვები პარლამენტშიც რომ ვიქნები იქედან ქართულ ფეხბურთს უფრო მივხედავო, თუ ორ თანამდებობაზე მყოფმა ასე მიხედა ქართულ ფეხბურთს ერთ თანამდებობაზე რომ ყოფილიყო ლოგიკით ამაზე უარესი მდგომარეობა უნდა ყოფილიყო, ნეტა ამაზე უარესი მდგომარეობა ქართული ფეხბურთისთვის რაააა
megre
18 ივლისი 2017 23:04
0

სიახლეები პოპულარული