დინამო ასეულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ აგვისტოს თვის საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში კვლავ 350 კლუბია თავმოყრილი მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან.

ბუნებრივია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ქართული კლუბების მდგომარეობაა. რაკი საქართველოს ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, ჩვენი კლუბების შედეგები მხოლოდ ევროთასებზე ასპარეზობითაა დათვლილი.

სასიამოვნოა, რომ თბილისის "დინამომ" უდიდესი ნახტომი გააკეთა და 179-ედან 121-ე ადგილამდე აინაცვლა. რა თქმა უნდა, თბილისურმა კლუბმა ამას ევროტურნირებზე ორი ეტაპის გავლით მიაღწია. იმედი ვიქონიოთ, რომ "დინამო" "შტურმის" ბარიერსაც გადალახავს. ამით იგი შესაძლოა, საუკეთესო ასეულში შევიდეს.

ევროპის ლიგაზე ასევე ორი
რაუნდი დასძლია "ზესტაფონმა", მაგრამ იმერლებმა მაინც უკან დაიხიეს – 205-ედან 215-ეზე გადაინაცვლეს. რასაკვირველია, "დინამოსთან" ერთად, "ზესტაფონსაც" ვუსურვებთ "კარპატის" ორმატჩიან დუელში ძლევას.

გასაკვირი არაა, რომ უკუსვლა განიცადა ევროთასებზე ხელმოცარულმა "ვიტ ჯორჯიამაც", თუმცა "ბანიკთან" "მიღწეული" შედეგის კვალობაზე უმნიშვნელო – ვეტერინარები 271-ედან 283-ე პოზიციაზე დაეშვნენ.

ჩვენთვის ყველაზე უსიამოვნო კი ის არის, 350-ადგილიან რეიტინგში ქართული კლუბების რაოდენობა შემცირდა. თუ დიდი ხნის განმავლობაში იქ სისტემატურად იყო წარმოდგენილი ჩვენი ოთხი გუნდი, ახლა მათ ჩემპიონთა ლიგიდან უსახელოდ გამოვარდნილი რუსთავის "ოლიმპი" გამოაკლდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროა აქრთველოს კლუბების ესეთი დაბალი შეფასება ,თუმცა ფაქტების ობიექტური შეფასებაა,მაგრამ სადავოა ზესტაფონთან მიმართებაში ეს რეიტინგი,ნამდვილად ვერ გავიზიარებ ზესტაფონის ადგილმდებარეობას მოცემულ რეიტინგში. ისე ამ საიტის პატრონებს ვთხოვ იქნებ იოსე გავაკეთოთ კომენტარები რომ ელ ფოსტის ჩაწერა ყველა კომენტარზე არ იყოს აუცილებელი.თორემ საზარო საქმეა.
patrioti
20:44 03-08-2010
0

სიახლეები პოპულარული