ბუნებრივია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ქართული კლუბების მდგომარეობაა. რაკი საქართველოს ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, ჩვენი კლუბების შედეგები მხოლოდ ევროთასებზე ასპარეზობითაა დათვლილი.
სასიამოვნოა, რომ თბილისის "დინამომ" უდიდესი ნახტომი გააკეთა და 179-ედან 121-ე ადგილამდე აინაცვლა. რა თქმა უნდა, თბილისურმა კლუბმა ამას ევროტურნირებზე ორი ეტაპის გავლით მიაღწია. იმედი ვიქონიოთ, რომ "დინამო" "შტურმის" ბარიერსაც გადალახავს. ამით იგი შესაძლოა, საუკეთესო ასეულში შევიდეს.
ევროპის ლიგაზე ასევე ორი
გასაკვირი არაა, რომ უკუსვლა განიცადა ევროთასებზე ხელმოცარულმა "ვიტ ჯორჯიამაც", თუმცა "ბანიკთან" "მიღწეული" შედეგის კვალობაზე უმნიშვნელო – ვეტერინარები 271-ედან 283-ე პოზიციაზე დაეშვნენ.
ჩვენთვის ყველაზე უსიამოვნო კი ის არის, 350-ადგილიან რეიტინგში ქართული კლუბების რაოდენობა შემცირდა. თუ დიდი ხნის განმავლობაში იქ სისტემატურად იყო წარმოდგენილი ჩვენი ოთხი გუნდი, ახლა მათ ჩემპიონთა ლიგიდან უსახელოდ გამოვარდნილი რუსთავის "ოლიმპი" გამოაკლდა.