სასარგებლო წამოწყება

AutoSharing Option
გუშინ "ნორჩი დინამოელის" მოედანმა ვეტერანი ფეხბურთელის ლევან ჟორდანიას სახელობის ტურნირს უმასპინძლა.

შეჯიბრებას მისივე სახელობის ფონდის, "ღია სახალისო ფეხბურთის" პროგრამის ხელმძღვანელ ვალერი ჩოლარიას, კოორდინატორ ბადრი მაჭავარიანისა და ლევან ჟორდანიას ოჯახის მხარდაჭერით ჩატარდა.

ტურნირში 2000 წელს დაბადებულ მოზარდთა ოთხი გუნდი, "ნორჩი დინამოელი", ოჩამჩირის "ამირანი", "ავაზა-ვისოლი" და თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემია მონაწილეობდა.

"ავაზა-ვისოლის" ფეხბურთელებმა "ამირანს" 6:0 სძლიეს. ფინალური საგზური მოიპოვა "ნორჩმა დინამოელმაც" _ სულაქველიძის აკადემია 4:1 დაამარცხა. მატჩი მესამე ადგილისთვის სულაქველიძის აკადემიის გამარჯვებით დასრულდა _ "ამირანს" 3:0 მოუგო. ტურნირის ფინალურ შეხვედრას ვეტერანი არბიტრი
ანატოლი მილჩენკო სჯიდა.

ფინალურ შეხვედრაში "ნორჩი დინამოელმა" ანდრო ჭედიამ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და თავისიანებს 3:0 გაამარჯვებინა.

ბადრი მაჭავარიანი: "ეს ტურნირი ლევან ჟორდანიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ჩატარდა. ასეთი სახის ღონისძიება და ფესტივალები მნიშვნელოვანია მოზარდი თაობისთვის. ტურნირის მონაწილე ოთხივე გუნდის ფეხბურთელებმა სამახსოვრო საჩუქრები და სხვადასხვა პრიზი მიიღეს. მსგავსი ფესტივალ-ტურნირების ციკლი მომავალშიც გაგრძელდება. რამდენიმე დღეში დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი გაიმართება. მომავალში შევეცდებით, ლევან ჟორდანიას სახელობის ტურნირი მაშტაბური გახდეს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული