"ნეფთჩის" ყოფილი ქართველი ფეხბურთელი "დინამოს" მთავარ იარაღად გუნდურობას მიიჩნევს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრამდე, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ბაქოს "ნეფთჩი" დაუპირისპირდებიან, Azerisport-ი "ნეფთჩის" ყოფილ ფორვარდ გიორგი ადამიას მოსაზრებასა და პროგნოზს აქვეყნებს:

"ჩემი აზრით, ორივე გუნდი თანაბარი  ძალებისა და ამბიციებისაა... არ ვფიქრობ, რომ რომელიმე უფრო ძლიერია, ორივეს აქვს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შანსი. ყველაფერი ბაქოში გადაწყდება.

"დინამოში" გამორჩეული ლიდერები არ არიან. მათი მთავარი იარაღი გუნდურობაა. თბილისური შეხვედრა დაძაბული და საინტერესო იქნება, შედეგის  პროგნოზირება კი რთულია."

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა "დინამო არენაზე" დღეს, 7 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

alt"ნეფთჩის" მცველი:

მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ

alt"ნეფთჩის" მწვრთნელი: "დინამოს" ცხადაძე წვრთნის, ეს უკვე ნიშნავს, რომ სუსტ გუნდს არ ვეთამაშებით

altცხადაძე: ვეცდებით "ნეფთჩის" მინუსები გამოვიყენოთ


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული