Azerisport: "ბაქოში "ნეფთჩი" მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს და არა იღბლის წყალობას"

AutoSharing Option
ბაქოს "ნეფთჩის" თბილისური გამარჯვების (2:1) შემდეგ Azerisport-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც "დინამოს" უკეთ თამაშს იმას უკავშირებს, რომ ეროვნული ლიგა ახლა მიმდინარეობს:

"აზერბაიჯანულმა "ნეფთჩიმ" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი წარმატებით დაიწყო, თუმცა სამირ აბასოვის გუნდის გამარჯვება საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა. მათ მატჩის უმეტესი ნაწილი თავიანთ შესაძლებლობებზე ბევრად ცუდად ჩაატარეს.

პირველ ტაიმში შეცდომებმა და ორთაბრძოლებში ხშირმა წაგებამ, განსაკუთრებით კი, საკუთარ ნახევარზე, "დინამოს" საშუალება მისცა, თამაში მისი  შეხედულებისამებრ ეკარნახა. უფრო გასაკვირია, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს.

მოვლენების ასეთი განვითარება  თბილისური გუნდის გეგმებში აშკარად არ შედიოდა. ისინი 
მაშინვე შეტევაში  დიდი ძალებით გადავიდნენ და მომდევნო 10-15 წუთის განმავლობაში,  პირდაპირი მნიშვნელობით, გაანადგურეს სტუმრების დაცვა და აიძულეს, შეცდომა დაეშვათ.

ვინ იცის, რა ანგარიში შეიძლებოდა ყოფილიყო შესვენებამდე, რომ არა აგილ მამედოვი -  სწორედ "ნეფთჩის"  მეკარის დამსახურებაა, რომ "დინამო" შესვენებაზე დიდი უპირატესობით არ გავიდა.

როგორც ჩანდა, თუ "ნეფთჩი" იმავე სულისკვეთებით გააგრძელებდა, მარცხი გარდაუვალი იქნებოდა.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, გუნდის დაცვის  გადაჭარბებული ნერვიულობა გაქრა და ხაზებს შორის დეზორგანიზება უფრო ზუსტი მოქმედებებით შეიცვალა. გარდა ამისა, სტუმრებისთვის შედეგი საკმაოდ დამაკმაყოფილებელი იყო. ამიტომ, როგორც კი საფინალო სასტვენი ახლოვდებოდა, ისინი უფრო და უფრო ხშირად ცდილობდნენ, ბურთი გაეგორებინათ და ეს გამოუვიდათ კიდეც.  შეხვედრის ბოლოს აზერბაიჯანის ჩემპიონს ძალიან გაუმართლა, როდესაც "დინამოს" მორიგი მცდელობის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

რა არის "ნეფთჩის" ასეთი გაცვეთილი თამაშის მიზეზი? როგორც ჩანს, ყველაფერი საკმაოდ ბანალურია: რადგან "დინამო" ჩემპიონატში თამაშობს, გუნდი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია, უფრო მეტადაა თამაშის ტემპთან ადაპტირებული. "ნეფთჩი" კი  სეზონს ახლა იწყებს. ახალწვეულები გუნდს ეჩვევიან, რის გამოც მათი თამაში არათანმიმდევრულია. გარდა ამისა, თითქმის არცერთ მათგანს არ უთამაშია ჩემპიონთა ლიგის თუნდაც საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ახლა ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება. ბაქოში "ნეფთჩი" მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს და არა იღბლის წყალობას."


alt"საქართველოს დაბალი დონის ლიგის კლუბმა კი "ნეფთჩის" თამაშით აჯობა" - გულშემატკივრებმა აზერბაიჯანულ გუნდს თამაში დაუწუნეს

altმეტოქისთვის ნაჩუქარი გამარჯვება - თბილისის "დინამომ" "ნეფთჩისთან" არწასაგები წააგო [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 1 /
ა, ბატონო. მოიგეს მაგრამ არავითარი ურა და ვაშა.
Hoda
18:01 08-07-2021
0

სიახლეები პოპულარული