ოთხი გახარება შეგვეწიოს!

AutoSharing Option
ორი ქართული კლუბისთვის ევროსეზონი ორი კვირის წინ დაიწყო - "დინამომ" და "მეტალურგმა" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახეს.

ამ კვირაში კი საქართველოს ერთბაშად ოთხ წარმომადგენელს ვუქომაგებთ. დღეს, 13 ივლისს "ზესტაფონი" ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო მატჩით დაიცავს, 14 ივლისს კი "დინამოსა" და "მეტალურგს" საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა" შეუერთდება და სამეული ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გადასასვლელად იბრძოლებს.

ქართულ ფეხბურთში პრობლემებს რა დალევს, მაგრამ ჩვენს წამყვან კლუბებში მიმდინარე სასიკეთო პროცესები გვაიმედებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თავს არ შევირცხვენთ. ამა თუ იმ
ქვეყნის საკლუბო დონის საზომად ხომ ევროთასებზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. ჰოდა, ვნახოთ, რა შეუძლია ევროდონეზე ოთხ საუკეთესო ქართულ კლუბს. დღევანდელი და ხვალინდელი დღე ქართული ფეხბურთისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია და ღმერთმა ქნას, ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი გამართლდეს და ოთხივე მატჩის შედეგმა გაგვახაროს.

დიდი იმედი გვაქვს, "ზესტაფონი" დღეს "დაჩიასაც" დაუმტკიცებს, რომ საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს, ამბიციამომატებული "დინამო" უელსიდან გამარჯვებული დაგვიბრუნდება, "მეტალურგი" ყაზახურ ნავსს გატეხს, "გაგრა" კი სენსაციებს საქართველოში არ დასჯერდება და კვიპროსიდანაც გაგვაოცებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგრას წარმატებები ხვალ!!!
დინამო წინ! მეტალურგი ვაშა! დღეს კი ზესტამ უნდა გვასახელოს!
uzlevi
11:16 13-07-2011
0

სიახლეები პოპულარული