წილისყრაში გაგვიმართლა, მაგრამ საჭიროა დიდი ბრძოლა

AutoSharing Option
გუშინ, 15 ივლისს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მესამე რაუნდის წილისყრა გაიმართა და ქართული კლუბების (ყველა განუთესავი იყო) სავარაუდო მეტოქეებიც გაირკვა.

სავარაუდო იმიტომ, რომ შემდეგ რაუნდში გასვლა ჯერ არც ჩვენს გუნდებს დაუბევებიათ და პოტენციურ მოწინააღმდეგეთა წყვილებშიც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. თუმცა იმის უფლება ნამდვილად გვაქვს, რომ შესაძლო დაპირისპირებებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით, სადაც საქმე ჯერჯერობით ყველაზე შედეგიანად მიგვდის. "ზესტაფონს" კიშინიოვში იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის, მაგრამ გვწამს, "დაჩიას" ბარიერს აუცილებლად გადალახავს.

საქართველოს ჩემპიონებს ურთიერთობის გარკვევა ავსტრიული "შტურმისა" და უნგრული
"ვიდეოტონის" წყვილში გამარჯვებულთან მოუწევთ. რაკი გრაცელებმა პირველი მატჩი შინ 2:0 მოიგეს, მათთან შეხვედრის ალბათობა უფრო დიდია. გამორიცხულია, ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე შეგხვდეს, მაგრამ წილისყრის შედეგით უკმაყოფილების საბაბი არ უნდა გვქონდეს - სავარაუდო მეტოქეთა შორის ხომ შოტლანდიური "რეინჯერსი", სერბული "პარტიზანი" და ნორვეგიული "რუსენბორგი" იყვნენ. შეგახსენებთ, რომ "რეინჯერსმა" და "პარტიზანმა" შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს, "რუსენბორგს" კი იქ ასპარეზობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. "შტურმზე" უკეთესი ვარიანტი ალბათ, მხოლოდ ბელარუსული ბატე შეიძლებოდა ყოფილიყო.

მომავალ მეტოქეებს ვრცლად მაშინ წარმოგიდგენთ, ყველაფერი რომ გაირკვევა, ახლა კი იმას შეგახსენებთ, რომ "შტურმსა" და ქართველებს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ. ამ კლუბის შემადგენლობაში წლების განმავლობაში წარმატებით ითამაშეს დავით მუჯირმა და ილია კანდელაკმა, სულ ცოტა ხნის წინ კი "შტურმში" "ზესტაფონის" ყოფილი მცველი გიორგი ფოფხაძე გადავიდა.

თუ გამართლებაზე მსჯელობას გავაგრძელებთ, უპირველესად თბილისის "დინამო" უნდა ვახსენოთ. გადახედეთ სხვა წყვილებს და დარწმუნდებით, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს განთესილთაგან ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქე, უფრო ზუსტად, წყვილი ერგო.

სლოვაკური "ჟილინა" ისლანდიურ "რეიკიავიკთან" ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ხუთშაბათს სტუმრად 0:3 განადგურდა და შინ ამხელა ჩამორჩენის გასაბათილებლად იბრძოლებს. ამ ორი გუნდიდან რომელიც უნდა შეგვხვდეს, წილისყრით მაინც კმაყოფილნი უნდა ვიყოთ, თუმცა მანამდე "ლანელის" უნდა მოვუხერხოთ რამე...

შეგახსენებთ, "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები ასევე იყვნენ იტალიური "პალერმო", რუმინული "დინამო", უკრაინული "კარპატი" და ლიტვურ "ტაურასსა" და ჰოლანდიურ "დენ ჰააგს" შორის გამარჯვებული.

"ირტიშთან" ვერმოგების მიუხედავად, შემდეგ რაუნდში გასვლის შანსი არც რუსთავის "მეტალურგს" დაუკარგავს. თუ ყაზახეთში სასურველ შედეგს მიაღწიეს, ქვემოქართლელებს ფრანგულ "რენთან" მოუწევთ ბრძოლა. დაგვეთანხმებით, არცთუ იღბლიანი წილისყრაა. იმედია, რუსთაველები "რენზე" სალაპარაკო მიზეზს მოგვცემენ. ფრანგების გარდა, "მეტალურგის" სავარაუდო მოწინააღმდეგეები იყვნენ ებრაული "ჰაპოელი", ბულგარული "ლევსკი", პორტუგალიური "ვიტორია" და ბელარუსულ "მინსკსა" და თურქულ "გაზიანთეფს" შორის გამარჯვებული.

"ანორთოსისსა" და "გაგრას" შორის უკეთესი კი სანმარინოული "დოგანასა" და მაკედონიური "რაბოტნიჩკის" წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, "ზესტაფონი" "დაჩიას" საბოლოო ძლევით დაიბევებს იმას, რისთვისაც დანარჩენი ქართული კლუბები იბრძვიან - ფეროელები ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში რომც დამარცხდნენ, ევროპის ლიგის პლეი ოფში აღმოჩნდებიან, საიდანაც ჯგუფამდე ერთი ნაბიჯია, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის გადალახვა გია გეგუჩაძის გუნდს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპს დაუბევებს.

ჩემპიონთა ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
26-27 ივლისი და 2-3 აგვისტო

ჩემპიონების ჯგუფი
მოგრენი (ჩერნოგორია) / ლიტექსი (ბულგარეთი) - სკონტო (ლატვია) / ვისლა (პოლონეთი)
მაქაბი ჰაიფა (ისრაელი) / ბორაცი (ბოსნია) - მარიბორი (სლოვენია) / დუდელანჟი (ლუქსემბურგი)
ჰიკ (ფინეთი) / ბანგორ სიტი (უელსი) - დინამო (ხორვატია) / ნეფთჩი (აზებაიჯანი)
შკენდერბეუ (ალბანეთი) / აპოელ (კვიპროსი) - სლოვანი (სლოვაკეთი) / ტობოლი (ყაზახეთი)
კოპენჰაგენი (დანია) - შემროკ როვერსი (ირლანდია) / ფლორა (ესტონეთი)
გენკი (ბელგია) - პარტიზანი (სერბეთი) / შკენდია (მაკედონია)
რუსენბორგი (ნორვეგია) / ბრეიდაბლიკი (ისლანდია) - პიუნიკი (სომხეთი) / პლზენი (ჩეხეთი)
ზესტაფონი (საქართველო) / დაჩია (მოლდოვა) - შტურმი (ავსტრია) / ვიდეოტონი (უნგრეთი)
ვალეტა (მალტა) / ეკრანასი (ლიტვა) - ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია) / ბატე (ბელარუსი)
რეინჯერსი (შოტლანდია) - მალმიო (შვედეთი) / ტორსჰავნი (ფარერები)

არაჩემპიონების ჯგუფი
სტანდარდი (ბელგია) - ციურიხი (შვეიცარია)
ტვენტე (ჰოლანდია) - ვასლუი (რუმინეთი)
ბენფიკა (პორტუგალია) - ტრაბზონსფორი (თურქეთი)
დინამო (უკრაინა) - რუბინი (რუსეთი)
ოდენსე (დანია) - პანათინაიკოსი (საბერძნეთი)


ევროპის ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
28 ივლისი და 4 აგვისტო

ატლეტიკო (ესპანეთი) - სტრომგოდსეტი (ნორვეგია)
იანგ ბოიზი (შვეიცარია) - ტურკუ (ფინეთი) / ვესტერლო (ბელგია)
შახტიორი (ბელარუსი) - ვენტსპილსი (ლატვია) / ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
ალანია (რუსეთი) - კეშკემეტი (უნგრეთი) / აქტობე (ყაზახეთი)
ფლორიანა (მალტა) / აეკ (კვიპროსი) - ბოლესლავი (ჩეხეთი)
ჟელეზნიჩარი (ბოსნია) / შერიფი (მოლდოვა) - მაქაბი თელ ავივი (ისრაელი) / ხაზარი (აზერბაიჯანი)
ალკმაარი (ჰოლანდია) - ფლამურტარი (ალბანეთი) / იაბლონეცი (ჩეხეთი)
ოლიმპია (სლოვენია) / ბოჰემიანი (ირლანდია) - რუდარი (ჩერნოგორია) / აუსტრია (ავსტრია)
ბურსასფორი (თურქეთი) - გომელი (ბელარუსი)
ფერენცვაროში (უნგრეთი) / ოლესუნდი (ნორვეგია) - სუდუვა (ლიტვა) / ელფსბორგი (შვედეთი)
მინსკი (ბელარუსი) / გაზიანთეფი (თურქეთი) - ლეგია (პოლონეთი)
ჰაპოელი თელ ავივი (ისრაელი) - ვადუცი (ლიხტენშტაინი) / ვოივოდინა (სერბეთი)
მეტალურგი (რუსთავი) / ირტიში (ყაზახეთი) - რენი (საფრანგეთი)
ლევსკი (ბულგარეთი) - ტირანა (ალბანეთი) / სპარტაკი (სლოვაკეთი)
ნიუ საინთსი (უელსი) / მიდტილანდი (დანია) - ვიტორია სეტუბალი (პორტუგალია)
დინამო (რუმინეთი) - ისკრა-სტალი (მოლდოვა) / ვარაძინი (ხორვატია)
კარპატი (უკრაინა) - შახტიორი (ყაზახეთი) / სენტ პატრიკსი (ირლანდია)
ვლაჟნია (ალბანეთი) / თუნი (შვეიცარია) - პალერმო (იტალია)
რეიკიავიკი (ისლანდია) / ჟილინა (სლოვაკეთი) - ლანელი (უელსი) / დინამო (საქართველო)
ომონია (კვიპროსი) - ტაურასი (ლიტვა) / დენ ჰააგი (ჰოლანდია)
მეტალურგსი (ლატვია) / ზალცბურგი (ავსტრია) - სენიცა (სლოვაკეთი)
ბრიუგე (ბელგია) - სტრეიმური (ფარერები) / ყარაბახი (აზერბაიჯანი)
დიფერდანჟი (ლუქსემბურგი) / ლევადია (ესტონეთი) - რადი (სერბეთი) / ოლიმპიაკოს ვოლუ (საბერძნეთი)
მაინცი (გერმანია) - კუოპიო (ფინეთი) / გაზ მეთანი (რუმინეთი)
სანტ ხულია (ანდორა) / ბნეი იეჰუდა (ისრაელი) - ჰელსინგბორგი (შვედეთი)
სტოკი (ინგლისი) - ჰაიდუკი (ხორვატია)
ანორთოსისი (კვიპროსი) / გაგრა (საქართველო) - დოგანა (სან მარინო) / რაბოტნიჩკი (მაკედონია)
იორებრო (შვედეთი) / სარაევო (ბოსნია) - სპარტა (ჩეხეთი)
გლენტორანი (ჩრდ. ირლანდია) / ვორსკლა (უკრაინა) - სლიგო როვერსი (ირლანდია)
პაკსი (უნგრეთი) / ტრომსო (ნორვეგია) - ჰართსი (შოტლანდია)
მეტალურგი (მაკედონია) / ლოკომოტივი (ბულგარეთი) - ვროცლავი (პოლონეთი) / დანდი იუნაიტედი (შოტლანდია)
ჰაფნარფიორდური (ისლანდია) / ნასიონალი (პორტუგალია) - ჰაკენი (შვედეთი) / ჰონკა (ფინეთი)
რიდი (ავსტრია) - ბრონდბიუ (დანია)
პაოკ (საბერძნეთი) - ვალერენგა (ნორვეგია) / მიკა (სომხეთი)
დომჟალე (სლოვენია) / სპლიტი (ხორვატია) - კრუზეიდერსი (ჩრდ. ირლანდია) / ფულჰემი (ინგლისი)ვDВ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული