სიჭინავამ ქეცბაიას დაწვრილებით განუმარტა სტადიონის რეკონსტრუქციის გეგმა, შემდეგ კი დაათვალიერეს არენა და გვერდით მდებარე სათადარიგო მოედანი.
უკვე დასრულებულია სადრენაჟო სისტემის კეთილმოწყობა. მოედანზე მიწის მეორე ფენის დაყრა მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც ბერძნული კომპანია მინდვრის საფრის დაგებას დაიწყებს.
დაიწყო კაპიტალური რემონტი გასახდელების ბლოკში, რომელიც თითქმის მთლიანად შეიცვლის იერსახეს და, ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მზად
სტადიონის მიწისქვეშა სივრცეში მოეწყობა ავტოსადგომი, რომელიც დაახლოებით 400 მანქანაზე იქნება გათვლილი. რემონტი უტარდება პრესლოჟასა და ვიპლოჟასაც.
სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მთავარი ეტაპის დასრულება 1 სექტემბრისთვის იგეგმება - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესპანელებს განახლებულ "მიხეილ მესხზე" უნდა უმასპინძლოს.
რაც შეეხება სათადარიგო მოედანს, სიჭინავას თქმით, ბუნებრივი საფარი შეიცვლება ხელოვნურით. აშენდება გასახდელები და მსაჯთა ოთახი, რის შემდეგაც სათადარიგო მოედნის გამოყენება ეროვნული ჩემპიონატის მატჩებისთვისაც იქნება შესაძლებელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"