ტონი ადამსი ცხინვალელებს გაბალას ტურნირში ეპატიჟება

AutoSharing Option
მომავალი სეზონისთვის მზადებას ცხინვალის "სპარტაკი" ურეკში აგრძელებს. ბადრი კვარაცხელიას გუნდმა ხუთი ამხანაგური მატჩი გამართა და ყველა მოიგო. რამდენიმე დღეში კი "სპარტაკი" უცხოელ მეტოქეებთან მოსინჯავს ძალებს.

"სპარტაკს" აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე ეპატიჟებიან, კერძოდ კი მიწვევა "გაბალასგან" მოუვიდა, რომლის მთავარი მწვრთნელი ტონი ადამსია. "სპარტაკმა" მეზობლებს თანხმობა უკვე უთხრა.

ოთხთა საერთაშორისო ტურნირი ქალაქ გაბალაში 30-31 ივლისს ჩატარდება. წილისყრა 4 მონაწილე გუნდს დააწყვილებს, პირველ დღეს ნახევარფინალები გაიმართება, მეორე დღეს გამარჯვებულები ფინალში ითამაშებენ, დამარცხებულები კი - მე-3 ადგილისთვის.

"გაბალასა" და ცხინვალის "სპარტაკის" გარდა, ტურნირში აზერბაიჯანის პრემიერლიგის
ორი წარმომადგენელი ითამაშებს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, გაბალაში რუსეთის პირველი ლიგის კლუბი ჩავიდეს.

ტონი ადამსის გუნდი აზერბაიჯანის პრემიერლიგის განვლილ სეზონში მე-7 ადგილს დასჯერდა. გაბალელები ახლა ინგლისში არიან მოსამზადებელ შეკრებაზე და შინ ერთ კვირაში დაბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული