"მესხზე" უკვე საფარს აგებენ

AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სწრაფი ტემპით გრძელდება და შეიძლება ითქვას, უკვე გადამწყვეტ ფაზაშიც შევიდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სრული დატვირთვით მიმდინარეობს VIპ და პრესლოჟების სარემონტო სამუშაოები. ორივე ლოჟის სტრუქტურა და განლაგება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

თითქმის მთლიანად შეიცვალა გასახდელების ბლოკიც. განახლებულ ~მიხეილ მესხზე" საპრესკონფერენციო დარბაზი გასახდელების გვერდით მოეწყობა, რაც ჟურნალისტებს საქმეს საგრძნობლად გაუადვილებს. თუკი ადრე მედიის წარმომადგენლებს, მწვრთნელებსა თუ სპორტსმენებს ერთმანეთთან შესახვედრად მოედნის გადაკვეთა ან სტადიონისთვის ნახევარი წრის შემოვლა უწევდათ, ამიერიდან მსგავსი დისკომფორტი აღარ შეექმებათ.

გასახდელების ბლოკის რეაბილიტაციისას
საკმაოდ უსიამოვნო პრობლემებმა იჩინა თავი. აღმოჩნდა, რომ თითქმის უფუნქციო იყო საკანალიზაციო სისტემა და ფეკალური მასები მიწაში ჩადიოდა. ამის გამო, საჭირო გახდა მიწის დიდი ნაწილის ამოღება და ახალი საკანალიზაციო სისტემის გაკეთება.

შეგახსენებთ, რომ ვაკის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები უეფას სტანდარტების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. სფფ-ის მიზანია, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სტადიონს იმდენი ვარსკვლავი მიენიჭოს, რამდენიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშებისა და სხვა უმაღლესი დონის მატჩების ჩასატარებლადაა საჭირო.

ყველაზე სასიამოვნო სიახლე კი ისაა, რომ გუშინ თბილისში ბალახის ახალი საფრის ჩამოტანას ელოდნენ. ბერძნული კომპანია გაზონის დაგებას დაუყოვნებლივ შეუდგება. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და ახალი მინდორი ექსპლუატაციაში დაგეგმილ ვადაში შევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული