სასამართლომ "ზესტაფონი" გაამართლა

AutoSharing Option
თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილული დავა "ზესტაფონსა" და მის ყოფილ მეკარე გრიგოლ ჭანტურიას შორის "ზესტაფონის" გამართლებით დასრულდა.

ფეხბურთელისა და კლუბის დავის პერიპეტიების შესახებ არაერთხელ გამცნეთ, მაგრამ მოკლედ მაინც შეგახსენებთ, რომ ჭანტურია საკონტრაქტო ვადის ამოწურვამდე განთავისუფლებისთვის "ზესტაფონისგან" კომპენსაციის სახით 29 ათას ლარს ითხოვდა, კლუბი კი მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის მიერ დადგენილი 7 ათასის გადახდაზე იყო თანახმა.

ჭანტურიას ეს არ აკმაყოფილებდა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ მან ამ თანხის მიღების შანსიც, ფაქტობრივად, დაკარგა.

მართალია, ფიფა საფეხბურთო საკითხების სამოქალაქო სასამართლოში განხილვას კრძალავს, მაგრამ "ზესტაფონის"
განმარტებით, გუშინ, 28 ივლისს საქმის არსებითი განხილვა კი არა, პროცედურული ხასიათის მოქმედება განხორციელდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული