IFFHS-ის რეიტინგში კვლავაც სამი ქართული კლუბია, რომელთაგანაც საუკეთესო პოზიცია თბილისის "დინამოს" უკავია, ოღონდ, ევროპის ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, დედაქალაქელთა მდგომარეობა გაუარესდა, "დინამო" 102-ედან 114-ე ადგილამდე დაქვეითდა.
სამაგიეროდ, სოლიდურად დაწინაურდა რუსთავის "მეტალურგი", რომელიც ერთბაშად 100 ადგილით აღზევდა, "ზესტაფონიც" ჩამოიტოვა და დღეს 195-ეა. იმერლები კი 168-ედან 221-ე საფეხურამდე დაეშვნენ.
ცნობისთვის, "ზესტაფონის" დღევანდელი მეტოქე "შტურმი" 270-ეა, ხოლო
საუკეთესო ათეულში მცირედი ცვლილებებია. "სანტოსმა" და "ველეს სარსფილდმა" ერთმანეთს ადგილები გაუცვალეს, "შალკემ" კი კიევის "დინამო" ათეულიდან განდევნა.
ზეათეული ასე გამოიყურება: 1. ბარსელონა (ესპანეთი), 2. რეალი (ესპანეთი), 3. პორტუ (პორტუგალია), 4. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), 5. მანჩესტერ სიტი (ინგლისი), 6. ვილიარეალი (ესპანეთი), 7. ინტერი (იტალია), 8. სანტოსი (ბრაზილია), 9. ველეს სარსფილდი (არგენტინა), 10. შალკე (გერმანია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"