"ზესტაფონი" დაცვას აძლიერებს

AutoSharing Option
გიორგი ხიდეშელის მძიმედ დაშავების შემდეგ ნათელი გახდა, რომ "ზესტაფონს" ახალი ცენტრალური მცველი სჭირდებოდა და საქართველოს ჩემპიონებმა ეს პრობლემა ოპერატიულად მოაგვარეს - ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "ზესტაფონის" ღირსებას ედიკ საჯაია დაიცავს.

საჯაიას, რომელიც ერთ დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო, "ზესტაფონში" 2007-დან 2009 წლამდეც უთამაშია, მას შემდეგ კი რუსეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობდა ჯერ მახაჩყალის "ანჟის", შემდეგ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას", ბოლოს კი "ხიმკის" შემადგენლობაში.

"ზესტაფონში" თამაშისას საჯაია მუდმივად ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და ფეროელთა დაცვის ცენტრში ალბათ, ახლაც მოიკიდებს ფეხს.

30 წლის
საჯაიას "ზესტაფონის" საევროთასო განაცხადში შეყვანას წინ ვერაფერი აღუდგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული