ამჟამად სტადიონს მხოლოდ ორი ტრიბუნა აქვს, რეკონსტრუქციის პროექტით კი კიდევ ორის დამატებაა გათვალისწინებული. "ზესტაფონის" ხელმძღვანელობა, ამას გარდა, "დავით აბაშიძის" ყოველმხრივ კეთილმოწყობას და ყველა საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებას აპირებს.
22 აგვისტოს ზესტაფონს უეფას წარმომადგენელი ეწვევა, რომელიც პროექტს დეტალურად გაეცნობა და კლუბს საჭირო რეკომენდაციებს მისცემს. ცხადია, ასეთი მასშტაბური სამუშაოს განხორციელებისას წვრილმანი არ არსებობს და თითოეულ დეტალს უდიდესი ყურადღების მიქცევა სჭირდება, რათა საერთაშორისო მატჩებისას ძველი ინციდენტები აღარ გამეორდეს.
ინფრასტრუქტურა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ზესტა ნამდვილად არის ღირსი ასეთი სტადიონის!