ზესტაფონელთა სტადიონი მალე ასეთი იქნება

AutoSharing Option
ფოტოზე ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მაკეტს ხედავთ. სწორედ ამგვარი იქნება ფეროელთა არენა განახლების შემდეგ.

ამჟამად სტადიონს მხოლოდ ორი ტრიბუნა აქვს, რეკონსტრუქციის პროექტით კი კიდევ ორის დამატებაა გათვალისწინებული. "ზესტაფონის" ხელმძღვანელობა, ამას გარდა, "დავით აბაშიძის" ყოველმხრივ კეთილმოწყობას და ყველა საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებას აპირებს.

22 აგვისტოს ზესტაფონს უეფას წარმომადგენელი ეწვევა, რომელიც პროექტს დეტალურად გაეცნობა და კლუბს საჭირო რეკომენდაციებს მისცემს. ცხადია, ასეთი მასშტაბური სამუშაოს განხორციელებისას წვრილმანი არ არსებობს და თითოეულ დეტალს უდიდესი ყურადღების მიქცევა სჭირდება, რათა საერთაშორისო მატჩებისას ძველი ინციდენტები აღარ გამეორდეს.

ინფრასტრუქტურა
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა და განახლებული "დავით აბაშიძე" არა მხოლოდ "ზესტაფონს", საქართველოს ნაკრებ გუნდებსაც დიდ სამსახურს გაუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
თოჯინასავით ლამაზია!
ზესტა ნამდვილად არის ღირსი ასეთი სტადიონის!
geosochi
13:13 11-08-2011
0
რაც უფრო მალე გაკეთდება მით უკეთესი ზესტაფონლებისთვის და ქართული ფეხბურთისათვის. აღარც თბილისში მოუწევთ სირბილი შემდეგ წელს ჩემპიონები რომ გავხდებით :)
gela
16:21 11-08-2011
0

სიახლეები პოპულარული