სფფ-ის წერილის საფუძველი გახდა ფედერაციაში შემოსული განცხადება, რომელსაც ხელს აწერს ბატონი ნიკო პატარქალიშვილი. მისი თქმით, ამა წლის ნოემბრის თვეში, საქართველოში იგეგმება ოთხთა ტურნირი, საქართველოს, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის მონაწილეობით, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება ფეხბურთის მეფე - პელე.
სფფ-მ ბრაზილიურ მხარეს აცნობა, რომ ჩვენ არ ვართ ჩართულები ამ პროექტში: "გვაინტერესებს, ხართ თუ არა საქმის კურსში აღნიშნულ ტურნირთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთ მონაწილედ
საპასუხო წერილი სფფ-ში საკმაოდ ოპერატიულად მოვიდა.
"თქვენი წერილის თანახმად, გატყობინებთ, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები არ არის აღნიშნულ ტურნირში ჩართული. ასევე, არ მაქვს ინფორმაცია ბატონი პელეს გეგმებზე თქვენს ქვეყანაში ვიზიტთან დაკავშირებით. თუ დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდებათ, ყოველთვის მზად ვართ სიამოვნებით გიპასუხოთ", - სიტყვასიტყვით წერია წერილში და მას ხელს აწერს პირადად ბატონი ტეიშეირა.
სფფ-ის პრესსამსახური
* * *
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ, ამის თაობაზე კი კომენტარი ნიკო პატარქალიშვილს ვთხოვეთ:
"ამ ტურნირის ორგანიზებას ხელს უშლიან, რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ბრაზილიაში გაგზავნილი წერილის შინაარსიც ადასტურებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ბრაზილიის ფედერაციაში წერილი ჩემი ნებართვის გარეშე არ უნდა გაეგზავნა, თანაც, წერილში დაშვებულია სერიოზული უზუსტობა - თბილისში ბრაზილიის არა ეროვნულ, არამედ ახალგაზრდულ ნაკრებს ვიწვევთ.
სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში კი ტურნირის სტუმრებად ნახსენები არიან ბრაზილია, ურუგვაი და პარაგვაი. ჩვენ კი ვეპატიჟებით არა პარაგვაის, არამედ არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებს.
რაც შეეხება პელეს, იგი სულაც არ არის ვალდებული, თავისი რომელიმე ნაბიჯი შეუთანხმოს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ რიკარდო ტეიშეირამ მისი გეგმების შესახებ არაფერი იცის.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩვენს პროექტს არაკვალიფიციურად უდგება, რაც იწვევს დაბნეულობას და აშკარად იკვეთება ტურნირის ბოიკოტის ნიშნები.
ხელოვნურად შექმნილი ამ დაბრკოლებების შესახებ იძულებული გავხდები ვაცნობო ყველას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციების დონეზე!"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვინ რჩება წაგებული? ისევ ჩვენ, ისევ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები, ქართული ფეხბურთის მომავალი.
ამ ტურნირით ხომ ქართული ფეხბურთი გაიმარჯვებდა?!