როგორც წესი, მარტენსი ფეხბურთის ვარსკვლავებსაც კი სამშობლოში იბარებს, მაგრამ რაკი ოვონიკოკოს სავიზო პრობლემების გამო ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის პრობლემა არ აქვს, პროფესორმა გამონაკლისი დაუშვა და პაციენტს აქ ჩამოაკითხა.
მარტენსმა და მისმა ასისტენტებმა ოვონიკოკოს ოპერაცია გუშინ დილით გაუკეთეს. ნიგერიელს კლინიკიდან დღეს გაწერენ, მოედანს კი იგი დაახლოებით ნახევარ წელიწადში დაუბრუნდება. შეგახსენებთ, აბაიომიმ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
რამდენიმე დღის წინ მარტენსმა ბელგიაში ანალოგიური ოპერაცია ჩაუტარა
უცხოელი ვარსკვლავების გარდა, დოქტორ მარტენსს საქმე ქართველებთანაც არაერთხელ ჰქონია. რამდენიმე წლის წინ მან ოპერაცია კახა კალაძეს გაუკეთა, ამის შემდეგ კი ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაში მყოფი რატი წინამძღვრიშვილი დიდ ფეხბურთში დააბრუნა.
"ლელოს" ხვალინდელ ნომერში დოქტორ მარტენსის ინტერვიუს წაიკითხავთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"