"ვიტ ჯორჯიას" მეტოქედ "ქაისერი" არ გამოვიდა, "ინტერი" დღეს გადაწყდება

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯია" თურქულ "ქაისერისფორთან" ამხანაგური მატჩის ჩატარების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ ეს საქმე არ გამოვიდა.

"ქაისერის" ქართველ მწვრთნელ შოთა არველაძეს თავისი გუნდის თბილისში ჩამოყვანისა და ვეტერინარებთან სპარინგის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ "ქაისერის" რამდენიმე ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებებში გამოიძახეს, არველაძეს სრულფასოვანი გუნდი ვეღარ ჩამოჰყავდა და ვიზიტიც ამიტომ ჩაიშალა. შეხვედრა სექტემბრის დასაწყისში, სანაკრებო პაუზისას უნდა გამართულიყო.

სამაგიეროდ, დიდია იმის შანსი, რომ ამავე პერიოდში "ვიტ ჯორჯიასა" და ბაქოს "ინტერის" ამხანაგური მატჩი ვიხილოთ. შეგახსენებთ, "ინტერს" კახა ცხადაძე წვრთნის, გუნდის შემადგენლობაში კი რამდენიმე
ქართველი თამაშობს. "ინტერის" სტუმრობის საკითხი დღეს უნდა გაირკვეს.

ბაქოელებს საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოსვლა და მცხეთაში ვარჯიში სურთ. თუ შეთანხმება შედგა, "ვიტ ჯორჯია" და "ინტერი" ერთმანეთს "მცხეთა პარკზე" გაეჯიბრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული