ზესტაფონში ევროსტანდარტებს უახლოვდებიან

AutoSharing Option
საქართველოს უეფას საფეხბურთო ობიექტების ინფრასტრუქტურის ექსპერტი, ნორვეგიელი ტრიგვე ბორნო სტუმრობს. მისი ვიზიტის მიზანი თბილისის მიხეილ მესხისა და ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონებზე არსებული მდგომარეობის გაცნობა და მასპინძელთათვის რეკომენდაციების მიცემაა.

როგორც იცით, "მიხეილ მესხის" რეკონსტრუქციის ძირითადი ეტაპი მთავრდება, ზესტაფონის არენის რადიკალური გაუმჯობესება კი ახლაღა იწყება. "ზესტაფონის" ხელმძღვანელობა სტადიონის საფუძვლიან რეკონსტრუქციას გეგმავს, რათა მომავალი წლის ევროტურნირებზე ყველა საერთაშორისო მოთხოვნა დააკმაყოფილოს და გუნდმა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ითამაშოს.

რეკონსტრუქციის პროექტი უკვე მზადაა. "ზესტაფონის" ხელმძღვანელობა ბორნოს ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს და სამუშაოებიც მალე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული