პოზიციები უეფას კოეფიციენტების რეიტინგშიც გავიმყარეთ

AutoSharing Option
მიმდინარე ევროტურნირებზე წარმატებულმა ასპარეზობამ საგრძნობლად გააუმჯობესა ქართული კლუბების მდგომარეობა უეფას კოეფიციენტების რეიტინგში, რომელსაც IFFHS-ის რეიტინგისგან განსხვავებით, სულაც არ აქვს სიმბოლური დატვირთვა.

სწორედ იქ დაკავებული ადგილი განსაზღვრავს ამა თუ იმ კლუბის საევროთასო გზას - რომელი ეტაპიდან ჩაერთვება ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის გათამაშებაში და როგორი სიძლიერის მეტოქეებთან დაიჭერს იქ საქმეს.

ქართული კლუბებიდან საუკეთესო პოზიცია თბილისის "დინამოს" უკავია. დედაქალაქელები დღეისთვის 208-ე ადგილზე არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონობის შემთხვევაში ალექს გარსიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილი იქნება; 229-ეა "ზესტაფონი"
და თუ ფეროელებმა ქვეყნის ჩემპიონობა შეინარჩუნეს, ამავე რაუნდში განთესვა გარანტირებული არ ექნებათ, მაგრამ დიდი ალბათობით, მაინც მოხვდებიან ამგვარი კლუბების კატეგორიაში; 239-ე პოზიციაზეა რუსთავის "მეტალურგი", რომელსაც ჩემპიონობის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე განთესვის შანსი ექნება მაგრამ "ზესტაფონზე" ნაკლები.

თუ მოხდა სასწაული და საქართველოს ჩემპიონი "ვიტ ჯორჯია" გახდა, ჩემპიონთა ლიგაზე განუთესავი იქნება, რადგან 276-ე ადგილზეა; კიდევ უფრო ქვემოთ, 321-ე პოზიციაზეა "გაგრა". ამ რეიტინგში სულ ეს ხუთი ქართული კლუბია წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მათ გარდა ევროსარბიელზე სხვა ქართული კლუბი გავიდა, წილისყრაში ნაკლებად გაუმართლებს.

რეიტინგის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

1. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
2. ბარსელონა (ესპანეთი)
3. ჩელსი (ინგლისი)
4. ბაიერნი (გერმანია)
5. არსენალი (ინგლისი)
6. პორტუ (პორტუგალია)
7. რეალი (ესპანეთი)
8. ინტერი (იტალია)
9. ლივერპული (ინგლისი)
10. ლიონი (საფრანგეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული