ევროპაში ქართველ მსაჯებსაც იწვევენ

AutoSharing Option
ვაგრძელებთ ტრადიციას და სამსაჯო საკითზე კვლავაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროსს ლევან ფანიაშვილს მივმართავთ.

უმაღლესი ლიგის გასული ტური არცთუ მღელვარე გამოდგა და მსაჯებს უხეში შეცდომები არ დაუშვიათ.

"ერთი მატჩის გარდა, ყველას ფირი უკვე ვნახეთ და საგანგაშო შეცდომა ნამდვილად არავის მოსვლია. არის გარკვეული ხარვეზები და ამის გარეშე წარმოუდგენელია, სამუშაო პროცესში ასე ხდება ხოლმე", - გვითხრა ფანიაშვილმა.

როგორც იცით, ყოველი ტურის შემდეგ სამსაჯო განყოფილებაში დეტალურად ირჩევა შეხვედრების ვიდეოჩანაწერები და მსაჯთა კორპუსი საკუთარ პლუს-მინუსებს ში
და სამზარეულოში განიხილავს. ფანიაშვილი ამ შეხვედრების ეფექტურობით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებების წყალობით უხეში შეცდომები დროთა განმავლობაში საგრძნობლად იკლებს.

ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა და რამდენიმე დღეში მსაჯები ერთგვარ შემაჯამებელ შეხვედრაზე შეიკრიბებიან, სადაც გასული ერთი თვის განმავლობაში მომხდარ საინტერესო ეპიზოდებს კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან.

საქართველოში უმაღლესი და პირველი ტურის მატჩები სხვადასხვა დღეს ტარდება. დავინტერესდით, ხომ არ არის ეს მსაჯთა ნაკლებობით გამოწვეული.

"საჭიროების შემთხვევაში, თავისუფლად შეგვიძლია, უმაღლესი და პირველი ლიგის ტურები ერთ დღეს დავნიშნოთ, მაგრამ ვფიქრობ, უმჯობესია, თამაშები სხვადასხვა დროს გაიმართოს, რომ დაინტერესებულმა გულშემატკივარმა მაქსიმალურად ბევრგან მისვლა შეძლოს. მსაჯების რაოდენობა სავსებით საკმარისია, თუმცა ზოგჯერ პირველ ლიგაში ისეთი სირთულის მატჩია, რომ იქ აუცილებლად უმაღლესი ლიგის მსაჯები უნდა დავნიშნოთ. ამ მიზეზების გამო, მატჩების სხვადასხვა დროს ჩატარება უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია".

ქართველი მსაჯები საერთაშორისო მატჩებზე უახლოესი პერიოდისთვისაც არიან მიწვეულნი. დავით ხარიტონაშვილი და ლევან კვარაცხელია ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირის მატჩებს განსჯიან.

თავად ფანიაშვილი კი პორტუგალიაშია მიწვეული, სადაც 29 სექტემბერს ევროპის ლიგის მატჩი ჩატარდება ადგილობრივი "ბრაგასა" და ბელგიური "ბრიუგეს" შორის და მსაჯთა დამკვირვებელი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული