გია გეგუჩაძე - ხუთი წლით "ტორპედოში"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძის დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია გუშინ, 19 სექტემბერს კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა. გეგუჩაძე "ტორპედოს" 1 ოქტომბრიდან ჩაიბარებს და მთავარ გუნდთან ერთად, კურირებას დუბლშემადგენლობასა და ჭაბუკთა გუნდებსაც გაუწევს.

გეგუჩაძეს ქუთაისში გურამ ასპინძელაშვილი და მეკარეთა მწვრთნელი დავით ჯანელიძე დაეხმარებიან. ეს ტრიო ერთად "ზესტაფონშიც" მუშაობდა. სამივე მათგანი "ტორპედოსთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ოქტომბრამდე კი "ტორპედოს" გიორგი სუხიაშვილი და კახაბერ ჩხეტიანი უხელმძღვანელებენ.

1 ოქტომბრამდე "ტორპედოს" ოთხი ოფიციალური მატჩი აქვს – ჩემპიონატში ხვალ "დინამოს" გამოტოვებულ შეხვედრაში უმასპინძლებს, 25 სექტემბერს შინ "ბაიას" ეთამაშება,
28 სექტემბერს კი საქართველოს თასის პირველი მერვედფინალური შეხვედრა ელის

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი გეგუჩა წარმატებები ტორპედოში :)
gabro
11:46 20-09-2011
0
წარმატებები ტორპედოში :)
იმედია სულ მალე კაი გუნდი გაკეთდება ქუთაისში
Giorgi-FCB
11:49 20-09-2011
0

სიახლეები პოპულარული