ახალი ტექნოლოგია იმერეთში

AutoSharing Option
"ზესტაფონში" ტექნოლოგიური ინოვაციების დამკვიდრება მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ ქალაქს სპორტის სფეროში მოღვაწე საქვეყნოდ ცნობილი ფირმა "პოლარის" წარმომადგენელი როლანდ შრიმპფი ესტუმრა. გერმანელი სპეციალისტის ვიზიტი საქართველოს ჩემპიონთა საწვრთნელ პროცესში ულტრათანამედროვე სისტემა Polar team 2-ის დანერგვასთან იყო დაკავშირებული.

ცნობისთვის, Polar team 2-ის ტექნოლოგიას ფეხბურთის გარდა, აქტიურად იყენებენ ველოსპორტში, სათხილამურო სპორტში, მარათონსა და ტრიატლონში. ამ თანამედროვე სისტემით სარგებლობს ინგლისის პრემიერლიგის უკლებლივ ყველა კლუბი, გერმანიაში კი - მიუნხენის "ბაიერნი", ლევერკუზენის "ბაიერი", დორტმუნდის "ბორუსია", "ვოლფსბურგი", "მაინცი" და "ბოხუმი". ამ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიას იყენებენ გერმანიის ეროვნული და ახალგაზრდული
ნაკრებები.

"პოლარის" პროდუქციას ინტენსიურად იყენებენ მსაჯებიც. როგორც როლანდ შრიმპფმა განაცხადა,"ზესტაფონი" პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ამ ტექნოლოგიის გამოყენება გადაწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული