დავით ხარიტონაშვილი და ლევან კვარაცხელია ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს განსჯიან.
უფრო კონკრეტულად, ხარიტონაშვილი უეფამ ესტონეთში მიავლინა, სადაც 15 ოქტომბერს ალბანეთ-გერმანიის, 18 ოქტომბერს კი ესტონეთისა და ალბანეთის მატჩებს მოემსახურება.
რაც შეეხება კვარაცხელიას, იგი ყაზახეთში გასამართ ჯგუფზეა გამწესებული და 21 ოქტომბერს ჩეხეთ-ლიხტენშტაინის, ხოლო 24 ოქტომბერს ლიხტენშტაინისა და ყაზახეთის შეხვედრებს გაუძღვება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"