ჩვენს ტრადიციულ რესპონდენტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელ ლევან ფანიაშვილს, უპირველესად, სწორედ ამ ეპიზოდის შეფასება ვთხოვეთ:
"დეტალურად განვიხილეთ ეს მომენტი და დავასკვენით, რომ არბიტრმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბურთმა მოძებნა ხელი და არა პირიქით.
საერთოდ, მსგავს სადავო სიტუაციაში დროულად გარკვევა და უშეცდომოდ
ფანიაშვილმა საილუსტრაციოდ მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს ტურნირებზე დანიშნული პენალტები გაიხსენა.
1. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე იტალიელმა რობერტო ბაჯომ, ფაქტობრივად, განგებ გაარტყა ხელზე ბურთი ჩილელ მცველს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა - ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ხელით თამაში წინასწარგანზრახული არ ყოფილა.
2. ევრო 2000-ის ნახევარფინალში პორტუგალიელმა აბელ შავიერმა საკუთარი კარისკენ მიმავალ ბურთს გზა ხელით გადაუღობა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ზინედინ ზიდანმა გამოიყენა და ფინალში საფრანგეთი გავიდა - ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან შავიერმა ბურთს ხელი შეგნებულად დაუხვედრა.
უმაღლესი ლიგის გასულ ტურში სადავო მეტი არაფერი მომხდარა.
რამდენიმე დღის წინ ფანიაშვილი პორტუგალიაში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ლიგის მატჩზე "ბრაგა"-"ბრიუგე" მსაჯთა დამკვირვებელი იყო. შეხვედრა ბელგიელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. მსაჯთა დამკვირვებელს საკუთარი საქმიანობის დეტალების შესახებ მედიასთან საუბრის უფლება არ აქვს, ამიტომაც ფანიაშვილმა მატჩი მხოლოდ გულშემატკივრის თვალით შეაფასა და "ბრიუგეს" თამაშით აღფრთოვანება გამოთქვა:
"ვიცოდი, რომ "ბრიუგე" ძლიერი გუნდი იყო, რაც "ზესტაფონთან" მატჩებშიც დაამტკიცა, მაგრამ ახლა უფრო შთამბეჭდავ ფეხბურთს თამაშობს. საერთოდ, ბელგიელები ძალისმიერ სტილს მისდევენ, მაგრამ "ბრიუგე" ძლიერია არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კომბინაციურადა და ტაქტიკურადაც".
"ბრაგა"-"ბრიუგეს" შემდეგ ფანიაშვილი მსაჯთა დამკვირვებელი ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩშიც იყო, რომელშიც ერთმანეთს ჩეხეთისა და ესპანეთის ნაკრები დაუპირისპირდნენ, მისი შემდეგი "დანიშნულების ადგილი" კი კვიპროსია, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე ადგილობრივი აპოელი პორტუგალიურ "პორტუს" უმასპინძლებს.
რამდენიმე დღის წინ დავით ხარიტონაშვილი და ლევან კვარაცხელია ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩებს გაუძღვნენ, 11 ოქტომბერს კი კვარაცხელიამ 21-წლამდელთა საკვალიფიკაციო შეხვედრა იმსაჯა ბულგარეთსა და ლუქსემბურგს შორის. მატჩი ბულგარელმა მასპინძელებმა 3:2 მოიგეს, კვარაცხელიამ კი მათ მეკარე გაუძევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"