საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გრასრუტის კურსი ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე დაიწყო და მასში მონაწილეობა ქართული საფეხბურთო კლუბებისა და საფეხბურთო სკოლების მწვრთნელებმა მიიღეს. მათთვის სპეციალური კურსი წაიკითხეს ფიფას გრასრუტის ინსტრუქტორებმა, ალექსანდრე ჩერნუხომ, ჟან მარი კონსმა და უეფას გრასრუტის ინსტრუქტორმა რობინ რასელმა. საკუთარი პრეზენტაციები მოაწყვეს სფფ-ის წარმომადგენლებმაც.
მწვრთნელთა სემინარმა სამ დღეს გასტანა. სემინარის ბოლო დღეს ფიფას და უეფას ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მომზადდა საფეხბურთო ფესტივალის პროექტი, რომელსაც რუსთავის "ფოლადის" სტადიონმა უმასპინძლა.
ფესტივალში
სახალისო ფეხბურთის ფესტივალის მონაწილე ბავშვებს საჩუქრად მაისურები და ბურთები გადაეცათ. სემინარებისა და ფესტივალის მონაწილე მწვრთნელები კი, საგანგებო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ალექსანდრე ჩერნუხო მასპინძლებს დაჰპირდა, რომ გაისად საქართველოში კიდევ უფრო მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება, რომლის ორგანიზებასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ფიფა ითავებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"