საქართველოს უეფადან მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფას ვიცე-პრეზიდენტი მარიოს ლეფკარიტისი, უეფას გენერალური მდივნის მოადგილე თეოდორე თეოდორიდისი, უეფას ქალთა ფეხბურთის განვითარების კოორდინატორი ემილი შოუ და უეფას ჰეთ თრიქის პროექტის მენეჯერი დავით პეტრიაშვილი ესტუმრნენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სფფ-ის ხელმძღვანელებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა სახელმწიფოსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ურთიერთობა, უეფასა და სფფ-ის ურთიერთობის განვითარება, ინფრასტრუქტურული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობის საკითხები, ქალთა ფეხბურთის განვითარება და სხვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
12:27 25-10-2011
სფფ-ს უეფას დელეგაცია ესტუმრა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული