საქართველოდან ჰოლანდიაში ათი სპეციალისტი მიავლენეს, საიდანაც ცხრა ჩვენი უმაღლესი ლიგის კლუბებს წარმოადგენდა (ზოგ კლუბს მთავარი მწვრთნელი არ ჰყავდა გაგზავნილი), ერთი მათგანი კი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გელა შეყილაძე იყო. ქართულ დელეგაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების განყოფილების მენეჯერი ვარლამ დარსაძე ხელმძღვანელობდა.
დროის სიმცირის მიუხედავად, ქართველმა მწვრთნელებმა საკმაოდ ინტენსიური პროგრამა გაიარეს. ისინი ამსტერდამის მახლობლად ცხოვრობდნენ და ყოველდღიურად ჰოლანდიის სხვადასხვა ქალაქს სტუმრობდნენ. სემინარზე დრო ძირითადად თეორიულ
ქართველი მწვრთნელები ჰოლანდიელი კოლეგების ვარჯიშებს დაესწრნენ და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ისინი "უტრეხტისა" და "ვოლენდამის" ბაზებზე იმყოფებოდნენ და იქაური კოლეგების სამწვრთნელო მეთოდებს დააკვირდნენ. ქართველებთან ერთად, Study Group-ის ამ ნაკადში რუსი და ბულგარელი მწვრთნელები მოხვდნენ.
Study Group-ის ამ ნაკადში ქართველებთან ერთად რუსი და ბულგარელი მწვრთნელებიც იყვნენ.
რაც მთავარია, ქართული დელეგაცია გაეცნო A და PRO ლიცენზიის მასალებს - ბუნებრივია, იმ დოზით, რისი ათვისებაც დროის ამ მცირე მონაკვეთში იყო შესაძლებელი.
"ამ ვიზიტით ყველანი კმაყოფილები ვართ. ქართველი მწვრთნელები საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას მომავალშიც გააგრძელებენ და ეს პროცესი ჩვენი სპეციალისტების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს", - გვითხრა ვაკო დარსაძემ.
მისგანვე შევიტყვეთ ისიც, რომ სავარაუდოდ, იანვარში ქართველ მწვრთნელთა ახალი დელეგაცია უკვე ესპანეთში გაემგზავრება, სადაც სემინარის მთავარი თემა მასობრივი ფეხბურთი იქნება.
საქართველოში A ლიცენზიის კურსები მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება, რასაც მალევე მოჰყვება PRO ლიცენზიის სემინარებიც, რაც საქართველოში პირველად მოხდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"